ბილ გეითსი აშშ-ში სამეურნეო მიწების ყველაზე მსხვილი მფლობელია

ბილ გეითსი აშშ-ში სამეურნეო მიწების ყველაზე მსხვილი მფლობელია

აშშ-ში სამეურნეო მიწების ყველაზე მსხვილი მფლობელი ახლა ბილ გეითსია. ამის შესახებ ამერიკული Forbes წერს.

ბილ გეითსი, რომელიც მსოფლიოში რიგით მეოთხე უმდიდრესი ადამიანია, 98 000-მდე ჰექტარის ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწებს ფლობს. მის კუთვნილებაში არსებული მიწები ამერიკის 18 შტატში მდებარეობს. ყველაზე დიდ ნაწილს ოს ლუიზიანაში, არკანზასსა და ნებრასკაში ფლობს. ამასთან, მას აქვს დაახლოებით 10 000 ჰექტარის ფართობის მიწა არიზონაში ფინიქსის დასავლეთით, სადაც ახალი დასახლება ყალიბდება.

შესაძლოა, გასაკვირი იყოს რომ მილიარდერი ტექნოლოგიების სფეროში, იყოს ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწების უმსხვილესი მფლობელი, თუმცა, უფრო მეტიც, 2008 წელს ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა $306 მილიონიანი მხარდაჭერის შესახებ განაცხადეს, რაც სუბსაჰარულ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ფერმერებს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებაში უნდა დახმარებოდა.

ასევე, ფონდმა ინვესტიციები განახორციელა კლიმატური ცვლილებების მიმართ გამძლე მარცვლეული კულტურების განვითარებასა და გავრცელებაში და ასევე მაღალპროდუქტიული მეწველი ძროხების განვითარებაში.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ იყენებს გეითსი სამეურნეო მიწებს. თუმცა, ცნობილია, რომ Microsoft-ის დამფუძნებელი ზოგადად მიწების უმსხვილესი მფლობელი არაა ქვეყანაში. ამ კუთხით სიაში პირველ ადგილს იკავებს Liberty Media-ს მფლობელი ჯონ მელონი, რომელიც 890 308 ჰექტარის ფართობის რანჩოებსა და ტყეებს ფლობს. Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კი 169 967 ჰექტარის ფართობის მიწებს ფლობს ძირითადად ტეხასის დასავლეთით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.