ბილ გეითსი ილონ მასკისა და სტივ ჯობსის განსხვავებული თვისებების შესახებ საუბრობს

ბილ გეითსი ილონ მასკისა და სტივ ჯობსის განსხვავებული თვისებების შესახებ საუბრობს

Microsoft-ის თანადამფუძნებელს ბილ გეითსს ერგო პატივი ემუშავა მსხვილი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებთან ერთად; მათ შორის ილონ მასკთან და სტივ ჯობსთან ერთად. 

კითხვაზე არის თუ არა მასკი “შემდეგი სტივ ჯობსი,” გეითსი პასუხობს, რომ მსგავსი შედარებები ძალიან უცნაურად ჟღერს, იქიდან გამომდინარე, რომ ჯობსიც და მასკიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან.

“ელონი ერთ-ერთი საუკეთესო ინჟინერია, სტივი მარკეტინგის, დიზაინის და თანამშრომლების შერჩევის ექსპერტი გახლდათ”, – აღნიშნა გეითსმა.

ილონ მასკი ცნობილია, თავისი დაუნდობელი სამუშაო განრიგით. 2017 წელს მასკმა ინტერვიუშიც კი აღნიშნა, რომ Tesla 3-ის დასამზადებლად Tesla-ს ელემენტების მწარმოებელ ქარხანაში იგი ღამეებს ათენებდა და საათობით შრომობდა.

ხოლო რაც შეეხება სტივს, მას ადამიანების მოტივირების ნიჭი გააჩნდა. მისი ზეგავლენა იმდენად ძლიერი იყო გარშემომყოფებზე, რომ გეითსი სტივის ნიჭს ჯადოქრობასაც უწოდებს.

ამის დამადასტურებლად, Apple-ის CEO თიმ კუკი ყვება, თუ როგორ დაარწმუნა ჯობსმა Apple-თან თანამშრომლობა 1998 წელს. “თავდაპირველად, დარწმუნებული არ ვიყავი. მაგრამ, როდესაც Apple-ის მაშინდელ დაბრკოლებებს გადავავლე თვალი და გავიაზრე, რომ სტივთან ერთად მუშაობის საშუალება მეძლეოდა, იმ წამსვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ გავწევრინებულიყავი Apple-ში”, – აღნიშნა კუკმა.

გეითსმა Bloomberg-ის ინტერვიუში მასკსა და თავის ელექტრომობილზეც ისაუბრა. ბილმა აღნიშნა, რომ მასკის ელექტრომობილს, ჩვენი პლანეტის კლიმატის გადარჩენაში უდიდესი წვლილი შეაქვს. “სხვა კონკურენტი კომპანიები, Tesla-ს წარმატების შემხედვარე მსგავსი ავტომობილების შემოთავზებასაც დაიწყებს,” – ამბობს გეითსი.