ბილ გეიტსის ბირთვული რეაქტორის ამოქმედება მინიმუმ ორი წლით გადავადდება

ბილ გეიტსის ბირთვული რეაქტორის ამოქმედება მინიმუმ ორი წლით გადავადდება

ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებული კომპანია TerraPower-ის პირველი ბირთვული რეაქტორის ამოქმედება მინიმუმ ორი წლით გადავადდება. მიზეზი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან სავაჭრო კავშირების დასრულებაა, ქვეყანა კი TerraPower-ისთვის საწვავის ერთადერთ მიმწოდებელს წარმოადგენდა.

თავდაპირველი გეგმით, კომპანია ვაიომინგის შტატის ქალაქ კემერერში თავისი პირველი ბირთვული რეაქტორის, Natrium-ის საშუალებით ენერგიის მდგრადი მიწოდების დაწყებას 2028 წლისთვის გეგმავდა. TerraPower-ი პირველი ძირითადი დატვირთვისთვის, რუსეთიდან გამდიდრებული ურანის, კერძოდ კი HALEU-ის გამოყენებას გეგმავდა, თუმცა თებერვალში უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ კომპანიამ HALEU საწვავის ერთადერთ კომერციულ წყაროსთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

TerraPower-ის აღმასრულებელი დირექტორის, კრის ლევესკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ათი თვის განმავლობაში TerraPower-მა, ენერგეტიკის დეპარტამენტმა (DOE), პროექტის დაინტერესებულმა მხარეებმა და კონგრესში მოკავშირეებმა HALEU-ს პოტენციური წყაროების შესწავლა დაიწყეს. თუმცა ბოლო დროს აშკარა გახდა, რომ ალტერნატიული საშუალებები 2028 წლისთვის Natrium-ის ექსპლუატაციაში შესვლის მიზანს ვერ დააკმაყოფილებენ.

ცნობისთვის, ბირთვული სადგურების უმეტესობა 20%-მდე გამდიდრებულ ურანს, HALEU-ს იყენებს. ბირთვული ენერგიის მომხრეების განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგია უფრო უსაფრთხოა და ნაკლებ ბირთვულ ნარჩენებს ტოვებს. ამჟამად აშშ-ში არსებული ბირთვული რეაქტორები ურანი-235-ის საწვავზე მუშაობს, რომელიც მხოლოდ 5%-მდეა გამდიდრებული, რაც TerraPower-ის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *