ბილ გეიტსის ფავორიტი 5 წიგნი 2021 წელს

ბილ გეიტსის ფავორიტი 5 წიგნი 2021 წელს

ცნობილმა ამერიკელმა მილიარდერმა, ბილ გეიტსმა, რამდენიმე დღის წინ თავის საყვარელ ხუთ წიგნზე ისაუბრა, რომლებიც წელს წაიკითხა. Forbes Georgia Microsoft-ის დამფუძნებლის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

„როდესაც ბავშვი ვიყავი, სამეცნიერო ფანტასტიკით გახლდით გატაცებული. მე და პოლ ალენი საათობით ვკითხულობდით აიზეკ აზიმოვის “დაფუძნების” ტრილოგიას. მე წავიკითხე ედგარ რაის ბეროუზისა და რობერტ ჰაინლაინის ყველა წიგნი. მათ ისტორიებში რაღაც ისეთი ამაღელვებელი იყო ჩემთვის, რამაც შესაძლებელი გახადა საზღვრების გადალახვა.

ასაკის მატებასთან ერთად უფრო არამხატვრული ლიტერატურის კითხვა დავიწყე. მე დამაინტერესა წიგნებმა, რომლებიც ინოვაციების შედეგებს იკვლევდნენ. თუმცა, ამ გზაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩანდა ცოდნა რეალური სამყაროს შესახებ. ბოლო პერიოდში კი მაინც იმ წიგნებს დავუბრუნდი, რომლებიც ბავშვობაში მიყვარდა.

ამ წელს ჩემი საყვარელი წიგნების სია ორ შესანიშნავ სამეცნიერო ფანტასტიკურ ისტორიას მოიცავს. ერთი მათგანი მზის სისტემიდან დაახლოებით 12 სინათლის წლის მანძილის დაშორებით ხდება, მეორე კი აქ, შეერთებულ შტატებში. ორივემ დამაფიქრა იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ტექნოლოგიების გამოყენება გამოწვევებზე რეაგირებისათვის. გარდა ამისა, სიაში შევიტანე ორი არამხატვრული წიგნი უახლესი მეცნიერების შესახებ და რომანი, რომელმაც ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი ახლებურად დამანახვა“.

გთავაზობთ ბილ გეიტსის საყვარელი წიგნების სიას:

  1. A Thousand Brains: A New Theory of Intelligence, Jeff Hawkins.
  2. The Code Breaker: Jennifer Doudna, Gene Editing, and the Future of the Human Race, Walter Isaacson.
  3. Klara and the Sun, Kazuo Ishiguro.
  4. Hamnet, Maggie O’Farrell
  5. Project Hail Mary, Andy Weir.
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *