ისტორიაში პირველად, ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულებამ $100,000-იან ნიშნულს გადააჭარბა და ამით კრიპტოენთუზიასტების დიდი ხნის პროგნოზი გაამართლა. ინდუსტრიის გულშემატკივრებისთვის, ბიტკოინის მიერ $100,000-იანი ნიშნულის დაძლევა გარდამტეხი მოვლენაა და მისი სამომავლო პოტენციური ზრდის დასაწყისად მიიჩნევა.
კრიპტოვალუტების საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია მიმდინარე წელს თითქმის გაორმაგდა და $3.8 ტრილიონი შეადგინა. შედარებისთვის, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $3.7 ტრილიონს უტოლდება.
კრიპტოანალიტიკოსები ბიტკოინის ღირებულების ზრდას აშშ-ის ახალი საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ფინანსურ შეხედულებებს უკავშირებენ. დონალდ ტრამპი კრიპტოვალუტებისთვის ხელსაყრელი რეგულაციების პოლიტიკის გატარებას გეგმავს. ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებების თანახმად, აშშ „პლანეტის კრიპტოდედაქალაქი“ გახდება და სახელმწიფო ბიტკოინის ეროვნულ რეზერვს შექმნის.