Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის შეფასების თანახმად, სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ქონება პანდემიამდე არსებულ ნიშნულს – $5.57 მილიარდ აშშ დოლარს დაუბრუნდა. ბიძინა ივანიშვილის ქონების ზრდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მსოფლიო საფონდო ბირჟებზე წამყვანი კომპანიების აქციების ზრდას უკავშირდება.
Bloomberg-ის შეფასებით, ივანიშვილის ქონება ბოლოს ამ ნიშნულზე 2020 წლის თებერვალში იყო, უკვე მარტიდან კი პანდემიის გამო გლობალურ ბაზრებზე არსებული მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ივანიშვილის ქონებაც 4.92 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში კი, მისი ქონება ჯერ 5.45 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ბოლო ორი კვირის მანძილზე 5.57 მილიარდ დოლარს მიაღწია.
არსებული მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს 430-ე უმდიდრესი ადამიანია. მასზე ერთი ადგილით წინაა Spotify-ის დამფუძნებელი ლეონარდ სტერნი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ $30 მილიონით უსწრებს.