ბოლო ერთ კვირაში ლარი 6 თეთრით გაუფასურდა

ბოლო ერთ კვირაში ლარი 6 თეთრით გაუფასურდა

ლარმა სწრაფი გამყარების შემდეგ ისევ გაუფასურება დაიწყო და ბოლო ერთ კვირაში 6 თეთრით გაუფასურდა. 22 მარტს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.2953 იყო, ხოლო დღეს, 28 მარტს ოფიციალურმა კურსმა 2.3581 შეადგინა.

ლარის კურსის მერყეობის მაღალი დიაპაზონი უჩვენებს, რომ გაცვლითი კურსი სტაბილური არ არის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო დღეებში მიმოქცევაში არსებული ლარის მასა არ გაზრდილა. ასევე, პოზიტიური იყო მოსახლეობის მოლოდინი ლარის კურსთან მიმართებაში. ასეთ ფონზე ლარის გაუფასურება ეკონომიკური აქტივობის შემცირებაზე და დოლარის შემომავალი ნაკადების შემცირებაზე მიუთითებს.