სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის ივლისში წინა თვესთან (ივნისთან) შედარებით 3.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის ივლისთან შედარებით 10.7%-ით არის გაზრდილი.
2019 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ფასები 2%-ით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც მთლიანი ინდექსის კლებაზე 1.7% პუნქტით აისახა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე – 4.3%-ით. 1.2%-ით გაძვირდა კვების პროდუქტების და სასმელების წარმოება, 9%-ით ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 12%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (12.1%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (16%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 1.4%-ით გაიაფდა.
გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით