Boston Dynamics-ის რობოტს უკვე  პარკურის ელემენტების შესრულება შეუძლია

Boston Dynamics-ის რობოტს უკვე  პარკურის ელემენტების შესრულება შეუძლია

ტექნოლოგიურმა კომპანია Boston Dynamics-მა რამდენიმე ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ორფეხა რობოტები სხვადასხვა სახის უჩვეულო მოძრაობებს ასრულებენ. პირველ ვიდეოში ნაჩვენებია Boston Dynamics-ის ტიპური მოწყობილობები, რომლებიც გასაოცარ ილეთებს ასრულებენ – ბრუნავენ, დახტიან, ცდილობენ გაუმკლავდნენ გრავიტაციას. მეორე ვიდეოში კი აღნიშნული ინჟინრები აღნიშნული ტექნოლოგიის შეფასებასა და განმარტებებს გვთავაზობენ.

Boston Dynamics-ის განმარტებით, ეს გახლავთ პროექტი Atlas, რომელიც უფრო მეტად კვლევით ხასიათს ატარებს. ესაა უახლესი ტექნოლოგია, რომელიც კომპანიის ინჟინრებს უკეთესი კონტროლისა და აღქმადობის სისტემების შემუშავებაში ეხმარება. შესაბამისად, აღნიშნული ვიდეოც სწორედ ამ პროექტის ნაწილია. კომპანიის სოციალური მედიის გუნდი კი ტანვარჯიშისა და პარკურის ელემენტების შემსრულებელი რობოტების ვიდეოებს ფართო აუდიტორიას რეგულარულად უზიარებენ.

საინტერესოა ისიც, რომ სფეროს ექსპერტთა ნაწილმა Boston Dynamics აღნიშნული ვიდეოების გამოქვეყნების გამო გააკრიტიკა. მათი განმარტებით, კომპანიას ხალხი შეცდომაში შეჰყავს რობოტების შესაძლებლობების შესახებ. ისინი აცხადებენ, რომ მართალია ვიდეოები შთამბეჭდავია, თუმცა რობოტთა ქმედებები მჭიდროდ სტრუქტურირებული დემონსტრაციები და ორკესტრირებული რუტინებია.

კომპანიის ინჟინრები ვიდეოში რობოტის ცვლილებისა და განვითარების შესახებ უფრო მეტ დეტალს ჰყვებიან. ისინი აღნიშნავენ, რომ წარსულში რობოტები დემონსტრაციებისას თითქმის სრულად ბრმა იყო და მხოლოდ იმ პირობებში შეეძლო მოძრაობების შესრულება, სანამ გარემო შეიცვლებოდა. თუმცა, ამჯერად რობოტები სულ უფრო მეტად ეყრდნობიან ნავიგაციის საკუთარ აღქმას.

დატოვე კომენტარი

2 კომენტარი

  1. […] Boston Dynamics-ი ოთხფეხა რობოტების წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საზოგადოებისთვის უფრო ნაცნობი კომპანიაა, თუმცა პროდუქტების დემილიტარიზაცია მათი შიდა პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. როგორც ჩანს, Ghost Robotics-ს და ბაზარზე არსებულ სხვა მოთამაშეებს განსხვავებული გეგმები აქვთ. ცნობისთვის, ოთხფეხა რობოტების გამოყენება შეიძლება, როგორც ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის, ისევე რუკების შესადგენად, მათგან მობილური გადაცემის ხაზების შესაქმნელად, ნაღმების განსანაღმვად და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ატომური მასალის აღმოსაჩენად. თავისთვად ცხადია, რომ დროის გასვლასთან და ოთხფეხა რობოტების დახვეწასთან ერთად, მათთვის ახალი ფუნქციები გამოჩნდება. […]

  2. […] Boston Dynamics-ი ოთხფეხა რობოტების წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საზოგადოებისთვის უფრო ნაცნობი კომპანიაა, თუმცა პროდუქტების დემილიტარიზაცია მათი შიდა პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. როგორც ჩანს, Ghost Robotics-სა და ბაზარზე არსებულ სხვა მოთამაშეებს განსხვავებული გეგმები აქვთ. ცნობისთვის, ოთხფეხა რობოტების გამოყენება შეიძლება როგორც ფოტო- და ვიდეოგადაღებისთვის,  ისე რუკების შესადგენად, მათგან მობილური გადაცემის ხაზების შესაქმნელად, ნაღმების განსანაღმავად და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ატომური მასალის აღმოსაჩენად. თავისთავად ცხადია, რომ დროის გასვლასთან და ოთხფეხა რობოტების დახვეწასთან ერთად, მათთვის ახალი ფუნქციები გამოჩნდება. […]

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.