BP ათწლეულების განმავლობაში ნავთობის ფასის შემცირებას პროგნოზირებს

BP ათწლეულების განმავლობაში ნავთობის ფასის შემცირებას პროგნოზირებს

British Petrolium-ი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ნავთობის ფასის შემცირებას პროგნოზირებს, ვინაიდან ქვეყნები აჩქარებენ ნახშირბადის ემისიის შემცირების გეგმებს კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ნელ-ნელა გადავა შედარებით ეკომეგობრული და სუფთა ენერგიის მოხმარებაზე.

შედეგად BP-მ ფასებთან დაკავშირებული პროგნოზი დაახლოებით 30%-ით შეამცირა. გამომდინარე აქედან, ბრიტანულმა ნავთობკომპანიამ თავისი აქტივების ღირებულების გადახედვის შესახებაც განაცხადა $13–17.5 მილიარდის შუალედში.

კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი უნდა გახდნენ უფრო სწრაფად მოქმედი, დაბალბიუჯეტური ორგანიზაცია სამომავლოდ და ეს პროცესი უკვე იწყება.

შეგახსენებთ, BP-მ გასულ კვირას განაცხადა, რომ კომპანიაში სამუშაო ადგილების 10 000-ით შემცირებას აპირებენ. ამის მიზეზად კი ნავთობზე მოთხოვნის შემცირებას და ბუნებრივია, შემოსავლების მნიშვნელოვან კლებას ასახელებენ.