ბრაზილია ცენტრალურ ბანკს კრიპტოს დარეგულირების უფლებას მიანიჭებს

ბრაზილია ცენტრალურ ბანკს კრიპტოს დარეგულირების უფლებას მიანიჭებს

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ბანკს კრიპტოს დარეგულირების უფლებას მიანიჭებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილება ლათინური ამერიკის უდიდეს ეკონომიკაში ინდუსტრიის ზრდას შეუწყობს ხელს.

ლულას მიერ ხელმოწერილი მთავრობის განკარგულება კრიპტოვალუტისთვის სამართლებრივ ჩარჩოსა და განმარტებებს აწესებს. ახალი წესები ძალაში 20 ივნისს შევა და ბრაზილიის ცენტრალურ ბანკს მიანიჭებს უფლებამოსილებას, გადაწყვიტოს, თუ რომელ კომპანიებს ექნებათ ბაზარზე ოპერირების შესაძლებლობა. კანონმდებლობა კრიპტოვალუტებსა და ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერებს განსაზღვრავს და ფინანსური ტერორიზმისა და ფულის გათეთრების პრევენციას უზრუნველყოფს.

ამ ეტაპზე ცენტრალურ ბანკს ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერებისთვის ლიცენზირების სისტემის შექმნა ევალება, სადაც ქვეყანაში მოქმედი ყველა კომპანია უნდა დარეგისტრირდეს. კრიპტოვალუტის სამართლებრივი ჩარჩო ინდუსტრიისთვის ბევრად მეტი კომპანიისა და მომხმარებლის მოზიდვას შეუწყობს ხელს. ცნობისთვის, ბრაზილიურ ბირჟა Mercado Bitcoin-ს სამ მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ბირჟის სავაჭრო მოცულობა კი $5 მილიარდს აღემატება.

მიუხედავად ამისა, ბრაზილიის ახალი კანონი გარკვეულ შემთხვევებში არ დაარეგულირებს ბირჟისთვის აქტივების სეგრეგაციებს, რაც მომხმარებელთა კაპიტალს ერთმანეთში არევისგან დაიცავს. ეს უკანასკნელი კი ერთ-ერთი მთავარი ბრალდება იყო FTX-ის სამართლებრივ საქმეში. გარდა ამისა, კანონით ზუსტად არაა განსაზღვრული, თუ რომელი ციფრული აქტივები ჩაითვლება ფასიან ქაღალდებად.

შეახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრაზილიის მთავრობამ, ქვეყნის უმსხვილეს ბანკებთან თანამშრომლობით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის, „ციფრული რეალის“ შესამოწმებლად საპილოტე პროგრამა გაუშვა.