ჩინეთი გლობალური ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - Standard Life Aberdeen-ის თავმჯდომარე

ჩინეთი გლობალური ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - Standard Life Aberdeen-ის თავმჯდომარე

“დაძაბული გეოპოლიტიკური ურთიერთობების მიუხედავად, ჩინეთის როლი მსოფლიო ეკონომიკაში არ შეცვლილა,” – აცხადებს დუგლას ფლინტი, ბრიტანული საინვესტიციო კომპანია Standard Life Aberdeen-ის თავმჯდომარე. “ჩინეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკასა და ვაჭრობისთვის”, – დასძინა მან.

“შვიდი თვის წინ, მსოფლიოს თითოეულმა კომპანიამ ვირტუალურად დაინახა მისი ზრდის შესაძლებლობები აზიაში და ჩინეთში. არ ვფიქრობ, რომ ეს დღეს შეცვლილია”, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერთან გეოპოლიტიკური დაპირისპირებები კომპანიებს გარკვეულ დაბრკოლებებს შეუქმნის.

როგორც Standard Life Aberdeen-ის თავმჯდომარე ამბობს, ბიზნესის წარმატება მშვიდი გეოპოლიტიკური ურთიერთობებიდან მომდინარეობს.

“დაძაბულობის შემთხვევაში, იქმნება დაბრკოლებებიც. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ისა და ჩინეთს შორის პოლიტიკური დაძაბულობა შეინიშნება, ბიზნესის თვალსაზრისით, ჩვენი ურთიერთობა ისევ ისეთივე მჭიდროა”, – ფლინტმა განმარტა, რომ პოლიტიკურ რიტორიკას და გადადგმულ ნაბიჯებს შორის არსებობს განსხვავება.

“წელს, რამდენიმე წამყვანმა კომპანიამ ჩინეთში ოპერირების გაფართოება გადაწყვიტა, მათ შორის არიან ამერიკული კომპანიები – BlackRock-ი Vanguard-ი, JPMorgan-ი”, – განაცხადა ფლინტმა.

მისივე თქმით, ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩინური ეკონომოკის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის პროგრესი გრძელდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.