ახალი უცხოური ინვესტიციების მოცულობით ჩინეთმა აშშ-ს გადაუსწრო და პირველი ადგილი დაიკავა. გაეროს მონაცემებით, ახლა ჩინეთია მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზე ახალი უცხოური ინვესტიციების მიზიდვით.
ამერიკაში კი უცხო ქვეყნებიდან ახალი ინვესტიციების მოცულობა თითქმის განახევრდა გასულ წელს. შედეგად ამ ქვეყანამ პირველი ადგილი დაკარგა. ამის საპირისპიროდ, გაეროს მონაცემები აჩვენებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩინურ კომპანიებში 4%-ით გაიზარდა.
აღნიშნული გადანაცვლება მიუთითებს იმაზე, რომ ჩინეთის ეკონომიკური გავლენები იზრდება. გასულ წელს, ამ ქვეყანამ $163 მილიარდის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიიზიდა, მაშინ როდესაც ამერიკამ $134 მილიარდის მოცულობის ინვესტიციები მიიღო.
ცნობისთვის, აშშ-ში 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ $251 მილიარდი შეადგინა, ჩინეთში კი $140 მილიარდი.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა ახალი უცხოური ინვესტიციების მოცულობით 2020-ში ამერიკას გადაუსწრო, აშშ-ი მაინც ნომერ პირველია უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობით.
ექსპერტების თქმით, ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინეთი გლობალური ეკონომიკის ცენტრალურ ფიგურად ყალიბდება, ამ დრომდე კი აშშ-ია მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა.