ჩინური სმარტფონების წილი მსოფლიო ბაზარზე იზრდება

ჩინური სმარტფონების წილი მსოფლიო ბაზარზე იზრდება

ჩინელი მწარმოებლების სმარტფონებმა და პლანშეტებმა ბარსელონის Mobile World Congress–ზე მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვეს. მათ წარმატებას ექსპერტები ხშირად იმით ხსნიან, რომ ჩინელი მწარმოებლები მომხმარებლებს სხვადასხვა საფასო კატეგორიის პროდუქციას სთავაზობენ. ამასთან, ჩინური ჰაიტექი დიდ ფულს დებს ინოვაციებში.

კომპანია IDC-ის მონაცემებით, 2015 წელს Samsung-ის წილი სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე 24,4%-დან 22,8%-მდე შემცირდა. Apple-ის წილი მართალია 14,8%-დან 16,2%-მდე გაიზარდა, მაგრამ პირველად, 13 წლის მანძილზე, კომპანიას შემოსავლები შეუმცირდა. სამაგიეროდ, სამმა ჩინურმა კომპანიამ – Huawei-მ (7.4%), Lenovo-მ (5,2%) და Xiaomi-მ (4,9%) – გლობალურ ბაზარზე წილები გაზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.