ჩინური Xiaomi სმარტფონების წარმოებას თურქეთშიც იწყებს

ჩინური Xiaomi სმარტფონების წარმოებას თურქეთშიც იწყებს

ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Xiaomi სმარტფონების წარმოებას თურქეთშიც იწყებს. ამის შესახებ თურქული მედია წერს. კომპანიის განცხადების მიხედვით, წარმოება საქართველოს მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უნდა დაიწყოს.

Xiaomi-ის მენეჯერი თურქეთში უშერ ლიუ ამბობს, რომ მათ მიზანს ყოველთვის წარმოადგენს თურქეთში ინვესტიციების გაძლიერება, ვინაიდან ეს ქვეყანა მათთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ბაზარია.

Xiaomi-ს სმარტფონების წარმოება 14 000 კვ. მ-ის ფართობის ქარხანაში დაიწყება. როგორც ელოდებიან, წელიწადში ქარხანა 5 მლნ სმარტფონის წარმოებას შეძლებს. ინვესტიციის მოცულობა კი $30 მილიონია. ამასთან, ქარხანა 2000 ადამიანს დაასაქმებს.

Xiaomi-ში ამბობენ, რომ თურქეთი მეოთხე ქვეყანაა, სადაც ისინი წარმოებას იწყებენ. ცნობისთვის, ჩინურმა კომპანიამ სტამბოლში პირველი მაღაზია 2018 წელს გახსნა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.