Chivas Regal ვისკის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია, რომელიც წარმატების, ლიდერობისა და მიზნების მიღწევის სიმბოლოდ მიიჩნევა. ეს არის ბრენდი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუდმივად მიისწრაფვიან ახალი გამოწვევებისა და მწვერვალებისკენ. ბრენდი გლობალურ კამპანიებზე ფოკუსს გუნდურ და ინდივიდუალურ წარმატებაზე უკვე მრავალი წელია აკეთებს.
გამორჩეულია Chivas Regal-ის „I RISE, WE RISE“ კამპანია, რომელიც ისეთ საკულტო საფეხბურთო კლუბებთან პარტნიორობით შედგა, როგორებიცაა „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“. ეს ინიციატივა ხაზს უსვამს სპორტში გუნდური ძალისხმევისა და ინდივიდუალური მიღწევების მნიშვნელობას. I RISE, WE RISE კონცეფციის ფარგლებში წარმატების სიმბოლოდ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე, შეირჩა. ამ განსაკუთრებული პარტნიორობის შედეგად შეიქმნა ლიმიტირებული სერია – Chivas x Giorgi Chakvetadze, რომელიც ფეხბურთელის ხელმოწერით კიდევ უფრო უნიკალურია.
I RISE, WE RISE – წარმატების ფილოსოფია
„I RISE, WE RISE“ გლობალური კამპანია წლების განმავლობაში ინარჩუნებს აქტუალობას. მისი მთავარი იდეა ერთობლივი ძალისხმევით წარმატების მიღწევაა, რაშიც თითოეულ ადამიანს თავისი წვლილი შეაქვს.
კამპანიის კრეატიული ხედვა ეფუძნება საერთო მიზნებისა და ხედვების ერთიანობას. აქედან გამომდინარე, ინდივიდუალური ნიჭი და გუნდური ძალისხმევა საუკეთესო კომბინაციას ქმნის, რაც საბოლოოდ წარმატების მიღწევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.
Chivas Regal და გიორგი ჩაკვეტაძე
2025 წელი ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვისა და ვისკის მოყვარულებისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია. Chivas Regal-ისა და გიორგი ჩაკვეტაძის კოლაბორაცია ხაზს უსვამს წარმატების მნიშვნელობას, რომელიც მიიღწევა როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი ძალისხმევით.
ლიმიტირებული გამოშვება წარმოადგენს შთაგონების მაგალითს. კამპანია თვალნათლივ აჩვენებს, რომ ნამდვილი ლიდერები არა მხოლოდ საკუთარი წარმატების გზას ადგანან, არამედ სხვებსაც ეხმარებიან საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში.
2025 წელი არა მხოლოდ Chivas Regal-ის ახალი კამპანიის დასაწყისია, არამედ შესაძლებლობებისა და მოტივაციის ახალი ფაზა ყველასთვის, ვინც წარმატებისკენ მიმავალ გზაზეა.
S