COVID-19-ის გამო ჩეხეთში ელექტროენერგიის ფასი დაიწევს

COVID-19-ის გამო ჩეხეთში ელექტროენერგიის ფასი დაიწევს

ჩეხეთის უდიდესი ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია ČEZ-ი აცხადებს, რომ კოვიდ-კრიზისიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ელექტროენერგიის ფასი შემცირდება. რიგითი მომხმარებლებისთვის, საათში ერთი მეგავატი 230 კრონით ნაკლები ეღირება. საშუალოდ, რიგითი ჩეხური ოჯახი წელიწადში მოიხმარს 3.5 მეგავატ/სთ-ს. ეს ცვლილება მოსახლეობას 800 კრონს ($35) დაუზოგავს. 

გარდა ამისა, ჩეხეთის ენერგობაზარზე არსებული კიდევ ერთი მსხვილი კომპანია, E.ON-ი, ფასების 10%-ით კლების შესახებ იუწყება. მსგავს გადაწყვეტილებებს იღებენ სხვა, უფრო მცირე კომპანიებიც.

ფასების შემცირების მიზეზი კოვიდ-კრიზისი გახდა. იქედან გამომდინარე, რომ მრავალმა კომპანიამ პანდემიის დროს წარმოება შეაჩერა ან შეანელა, ელექტროენერგიის და გაზის ფასები კი მნიშვნელოვნად შემცირდა. კორონავირუსმა ზეგავლენა საყოფაცხოვრებო პროდუქტებზეც მოახდინა. ექსპერტების მიხედვით, ელექტროენერგიის ფასის ბედს კოვიდ-19-ის მეორე ტალღა განაპირობებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *