Amazon-ი მაღაზიაში ხელის გულით გადახდის ტექნოლოგიას ნერგავს

Amazon-ი მაღაზიაში ხელის გულით გადახდის ტექნოლოგიას ნერგავს

საკრედიტო ბარათისა და სმარტფონის გარდა, Amazon-ს სურს მომხმარებელმა თანხის გადახდა ცარიელი ხელითაც შეძლოს.

თავის ბლოგპოსტში კომპანიამ წარადგინა ახალი პროდუქტი Amazon One. აღნიშნული ტექნოლოგია ადამიანის ხელის გულის იდენტიფიცირებით ხვდება ვინ არის მომხმარებელი და შედეგად მისი ანგარიშიდან ჭრის თანხას. პირველად ამ ტექნოლოგიის გამოყენება კომპანიის სიეტლის მაღაზიაში იქნება შესაძლებელი.

“Amazon One-ი გახდება გადახდის ალტერნატიული საშუალება“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიის ფიზიკური საცალო გაყიდვების ვიცეპრეზიდენტმა დილიფ კუმარმა თავის ბლოგ პოსტში აღნიშნა, რომ თანდათანობით ეს ტექნოლოგია სიეტლის გარდა სხვა მაღაზიებშიც დაინერგება.

“Amazon-ის ტექნოლოგიური ინოვაცია არის უსწრაფესი და უკონკურენტო სწრაფი უკონტაქტო გადახდების განხორციელების თვალსაზრისით. ჩათვალეთ, რომ ლოიალობის ბარათის მფლობელი ბრძანდებით და მარტივად შეძლებთ გადახდების შესრულებას“, – განაცხადა დილიფ კუმარმა.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო საინტერესოა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როდესაც უკონტაქტო ტექნოლოგიები სულ უფრო მეტად მოთხოვნადი ხდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *