გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ინიციატივების ბიზნესსტრატეგიებში იმპლემენტაცია დღეს ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების მთავარი მიზანია.
გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ბიზნესგიგანტები სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებენ, რომლებიც ხელს შეუწყობენ კლიმატური ცვლილების პრევენციას, სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრასა და ინკლუზიური, მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნას. ამ კომპანიებს შორისაა ფილიპ მორის ინთერნეიშენალიც, რომელიც უკვე მრავალი წელია, აქტიურად მუშაობს საკუთარ ბიზნესპროცესებში ESG მიზნების იმპლემენტაციაზე.
“ჩვენი უნარი, მოვახდინოთ ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დადგება. თუმცა მჯერა, რომ “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” გუნდის წევრების გამძლეობა და მიზნების სიმტკიცე შესაძლებლობას მისცემს კომპანიას, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს”, – აღნიშნავს იაცეკ ოლზაკი, ფილიპ მორის ინთერნეიშენალის აღმასრულებელი დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაზე. სწორედ ამიტომ, ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა შეიმუშავა 11-პუნქტიანი გეგმა, რომლის გაზომვაც PMI-ს მიერ შემუშავებული მდგრადი ინდექსის მიხედვით ხდებოდა.
ერთ-ერთი ასეთი ინიციატივის მიზანი ნიკოტინის შემცველი თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის გადამუშავების ხარისხისა და მისი დროში მდგრადობის ზრდა იყო.
ასევე, კომპანია აქტიურად მუშაობდა ორგანიზაციაში გენდერული ბალანსის ხელშეწყობაზე. შედეგად, 2022 წელს ფილიპ მორის ინთერნეიშენალის მენეჯერული პოზიციების 40-% სწორედ ქალები იკავებდნენ.
ამასთან, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს კარბონისგან თავისუფალი ინიციატივების განხორციელების პროცესზე, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიის მიზანს, 2040 წლისთვის სათბურის გაზების ემისია ნულოვან დონეზე დაიყვანოს.
როგორც კომპანიის მდგრადი განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ჯენიფერ მოტლესი აღნიშნავს, “მდგრადობა ფილიპ მორის ინთერნეიშენალის მთავარ ბირთვს წარმოადგენს”.
ამიტომ, ორგანიზაცია აქტიურად განაგრძობს მუშაობას თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნისათვის და დგამს მნიშვნელოვან, ქმედით ნაბიჯებს ამ მიმართულებით.
“მართალია, ამ მასშტაბისა და კომპლექსურობის მქონე ტრანსფორმაციის მიღწევა დროს მოითხოვს, მაგრამ, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ დასახულ მიზანს. ჩვენ გვსურს, განვახორციელოთ მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც დიდ ზეგავლენას მოახდენს საზოგადოებაზე”, – აღნიშნავს იაცეკ ოლზაკი. S