დავესხათ თავს დაავადებებს და დავხვეწოთ მედიცინა Forbes-ის 30 30-წლამდელთან ერთად, 30 სიტყვასა ან ნაკლებში.
ალფა ლი | 25 ჯგუფის ხელმძღვანელი, UNIVERSITY OF CAMBRIDGE
მანქანურ სწავლებაში დახელოვნებული ლი PostEra-ს თანადამფუძნებლად მოგვევლინა – საერთაშორისო არაკომეციული კონსორციუმისა, რომლის მიზანი კოვიდ- 19- ის წამლის აღმოჩენაა. მარტის ბოლოს გამოქვეყნებული დამაიმედებელი მონაცემებით, მათ 1,900 მოლეკულის იდენტიფიცირება შეძლეს.
ჯენის ჩენი | 28 და ლუკას ჰარინგტონი | 29 თანადამფუძნებლები, MAMMOTH BIOSCIENCES
$68-მილიონიანი დაფინანსებით აღჭურვილებს CRISPR-ის სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტებისთვის, ჩენს, ჰარინგტონსა და ტრევორ მარტინს, ახლა თვალი მყისიერი გამოწვევისთვის აქვთ დადგმული: კორონავირუსის ზუსტი შემადგენლობის სწრაფ აღმოჩენას ვგულისხმობთ.
სვათი იენგარი | 30 ტექნიკური დირექტორი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)
ამ WHO-ში მომუშავე ჯანდაცვის ეკონომისტმა მობილური აპლიკაცია, MedMon-ი შექმნა, რომელიც წამლების ფასებისა და ხელმისაწვდომობის რუკას ადგენს 25-ზე მეტ ქვეყანაში.
კეტრინ ფრეიჯი | 28 და კამერონ მირვოლდი | 30 მკვლევრები, BROAD INSTITUTE
Harvard-ის ვირუსოლოგიის მკვლევრები გენის რედაქტირებას CRISPR- ტექნიკით ვირუსების აღმოჩენისა და განადგურებისთვის იყენებენ. დუეტს თითქმის 30 კვლევითი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული… და კი, მირვოლდი ის მირვოლდია (ნეითანის ვაჟი).
კონელ ლავერტი | 30 დამფუძნებელი, WIA
მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის თითქმის 1 მილიონ პაციენტს ვენტილატორები სჭირდება, ჰოდა, ლავერტიმ, რომელიც „Internet of Things”- ის კომპანიას თაოსნობს, დაახლოებით 300 სხვადასხვა პროფესიონალთან ითანამშრომლა, რათა ვენტილატორების 3D-ბეჭდვისთვის ღია წყაროზე დაფუძნებული გეგმები შეემუშავებინა.
ჯანელ ნურ-ომიდი | 27 თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, VITALACY
ხელების დაბანას დაავადების შესაჩერებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ნურ- ომიდმა, დაფინანსების სახით, $5 მილიონი მოიზიდა ჭკვიანი სამკლავურისთვის, რომელიც პაციენტთა პალატებიდან გამოსულ მედპერსონალს უჩუმრად შეახსენებს, რომ ხელების დაბანის დროა.