დემოკრატიის ინდექსს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა THE ECONOMIST-ი აქვეყნებს. დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობისა, პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო თავისუფლების მიხედვით არის განსაზღვრული. 2 თებერვალს ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით საქართველოს ქულა 5.42-დან 5.31-მდე შემცირდა და შესაბამისად, საქართველო 89-ე ადგილიდან 91-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. საქართველო ისევ ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყანად რჩება, ოღონდ ეხლა უფრო მეტად არის დაშორებული დემოკრატიულ ქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2012 წელს 5.53 ქულა ქონდა, რაც ამჟამინდელ ქულაზე მაღალია. 2013-2018 წლებში საქართველოს ქულა 5.50-5.95-ს შორის მერყეობდა.
ბოლო წელს პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო თავისუფლების ქულები შემცირდა, რამაც საქართველოს ჯამური ქულა შეამცირა და 91-ე ადგილზე ჩამოაქვეითა, ლიბერიასა და ნეპალს შორის.
გრაფიკი: საქართველოს ქულა დემოკრატიის ინდექსში
