დენტონსმა საქართველოში ოფისი გახსნა

დენტონსმა  საქართველოში ოფისი გახსნა

დენტონსი, მსოფლიოში უმსხვილესი იურიდიული ფირმა, თბილისში ახალი ოფისის გახსნით შემოვიდა ქართულ ბაზარზე. ფირმის გაფართოებით საქართველოში დენტონსი გაიმყარებს მოწინავე პოზიციას  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა (CEE) და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CIS) ბაზრებზე.

“ჩვენი ახალი  ოფისი თბილისში კიდევ უფრო გაამყარებს დენტონსის, როგორც მოწინავე იურიდიული ფირმის, პოზიციას  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE), დსთ-სა  (CIS) და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.  – აღნიშნა “Dentons Europe”-ის გენერალურმა დირექტორმა, ტომას დაბროვსკიმ. მემკვიდრეობით მიღებული გამოცდილებით, რომელიც 25-ზე მეტ  წელიწადს ითვლის,  ჩვენ არა მხოლოდ ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო იურიდიული ფირმა ვიყით რეგიონში, არამედ უშუალოდ ვიღებდით მონაწილეობას ამ განვითარებად ბაზრებზე უმნიშვნელოვანეს ტრანზაქციებსა თუ სასამართლო პროცესებში.”

“ჩვენი პოლიცენტრული სტრატეგიის შესაბამისად, დენტონსი დღეს ერთადერთი გლობალური იურიდიული ფირმაა, რომელიც  სთავაზობს კლიენტებს ადგილობრივ იურიდიულ ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, დავაკმაყოფილოთ  ჩვენი კლიენტების იურიდიული საჭიროებები ენერგო-რესურსებით მდიდარ რეგიონში”,- განაცხადა დენტონსის გლობალურმა გენერალურმა დირექტორმა, ელიოტ პორტნოიმ.

11 მაღალკვალიფიციური პროფესიონალისაგან შემდგარი გუნდი, ორი პარტნიორის ჩათვლით, აერთიანებს ცოდნასა და გამოცდილებას სამართალწარმოებისა და დავების გადაწყვეტის, კორპორატიულ, საბანკო და საფინანსო, ინტელექტუალური საკუთრების, ენერგეტიკის, სამთავრობო, საჯარო და კერძო პარტნიორობის  (PPP) და ინფრასტრუქტურის   სექტორებში. გუნდი უერთდება დენტონსს დი-ელ-ეი პაიპერიდან.

“Dentons Europe”-ის საბჭოს თავმჯდომარე, ევან ლაზარი, დასძენს., “ჩვენი ახალი კოლეგები Chambers and Partners-ისა და Legal 500-ის (იურიდიული ფირმების საერთაშორისო სარეიტინგო ცნობარები) მიერ აღიარებულნი არიან, როგორც ყველაზე გამორჩეული   იურისტები ქართულ ბაზარზე. გულითადად მოხარულები ვართ ჩვენს გუნდში მათი მიღებით .”

ოთარ ყიფშიძე გაუძღვება დენტონსის თბილისის ოფისს, როგორც მმართველი პარტნიორი და ასევე უხელმძღვანელებს სამართალწარმოებისა და დავების გადაწყვეტის პრაქტიკას საქართველოში. მას აქვს დიდი გამოცდილება სამართალწარმოებაში, ენერგეტიკის, საბანკო და საფინანსო სფეროებსა და კორპორატიულ სამართალში. პარტნიორი, ავთო სვანიძე, უხელმძღვანელებს კორპორატიულ პრაქტიკას. მისი საქმიანობა მოიცავს შერწყმისა და შესყიდვის, უძრავი ქონების, საფინანსო, რესტრუქტურიზაციისა და ინფრასტრუქტურის პრივატიზაციის საქმეებს. იგი წარმოადგენდა კლიენტებს საქართველოს ბაზარზე განხორიელებულ მრავალ უმსხვილეს ტრანზაქციაში. უფროსი მრჩეველი, თედ ჯონასი, წარმოადგენს კლიენტებს საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციებში, ენერგო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სამთავრობო ურთიერთობებსა და დავების გადაწყვეტის საქმეებში. იგი კვალიფიცირებულია  ორ ქვეყანაში – აშშ-სა და საქართველოში.

ოთარ ყიფშიძე აცხადებს: “მსოფლიოს უმსხვილეს იურიუდიულ ფირმასთან ძალების გაერთიანებით უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი კლიენტები კვლავ მიიღებენ უმაღლესი ხარისხის იურიდიულ მომსახურებას, როგორც საქართველოში ისე- მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასევე ვგრძნობთ თანამშრომლობასა და მხარდაჭერას, რაც განპირობებულია დენტონსის მყარი  პოზიციებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როგორებიცაა: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი და უკრაინა. “

 “ჩვენი ახალი ოფისის გახსნა კიდევ უფრო ამყარებს დენტონსის ევროპაში გაფართოების სტრატეგიას,”- დასძინა დენტონსის გლობალურმა თავმჯდომარემ, ჯო ენდრიუმ. “Chambers Europe Awards 2017 -ის მიერ  ჩვენი ევროპის წლის იურიდიულ ფირმად აღიარება ნათლად წარმოაჩენს, რომ ჩვენი კონსოლიდირებული საბაზრო პოზიცია ევროპის მასშტაბით უზრუნველყოფს უკეთეს მომსახურებას ჩვენი კლიენტებისათვის.”

––––––––––––

დენტონსის შესახებ

დენტონსი არის მსოფლიოში უმსხვილესი იურიდიული ფირმა, რომელიც სთავაზობს კლიენტებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას მთელ მსოფლიოში. დენტონსი ლიდერია Acritas Global Elite Brand Index-ის მიხედვით, არის BTI Client Service 30 Award-ის გამარჯვებული და იგი წამყვანი ბიზნეს და სამართლებრივი გამოცემების მიერ აღიარებულია კლიენტების მომსახურების სფეროში დანერგილი ინოვაციებისათვის, მათ შორის Nextlaw Labs-ისა და Nextlaw Global Referral Network-ის დაარსებისათვის. დენტონსის პოლიცენტრული მიდგომა და მსოფლიო დონის, მაღალკონკურენტული პროფესიონალები უზრუნველყოფს მისი კლიენტების ინტერესების წინ წამოწევასა და დაცვას იმ საზოგადოებებში, რომლებშიც ვცხოვრობთ და ვმოღვაწეობთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *