დეპოზიტების დოლარიზაცია 64.6 პროცენტამდე შემცირდა

დეპოზიტების დოლარიზაცია 64.6 პროცენტამდე შემცირდა

2018 წლის იანვარში წინა თვესთან (დეკემბერთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 457 მლნ ლარით შემცირდა. ლარში გამოსახული დეპოზიტების შემცირება, ლარის გამყარებამ განაპირობა. უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 604 მლნ ლარით შემცირდა (დოლარში გამოსახული 37 მლნ დოლარით შემცირდა), ხოლო ლარში განთავსებული დეპოზიტები 146 მლნ ლარით გაიზარდა. შედაგად, იანვრის ბოლოს, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 64.6% შეადგინა. დეკემბრის ბოლოს დოლარიზაცია 66%, ხოლო ერთი წლის წინ 72.5% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში 13.2 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 7.2 მილიარდი ლარის დეპოზიტია განხორციელებული.

2017 წლის იანვართან შედარებით, 2017 წლის იანვარში ლარში განთავსებული დეპოზიტები 2.2 მილიარდი ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 366 მლნ დოლარით.

ფიზიკურ პირებს ლარში 2.4 მილიარდი ლარის დეპოზიტი აქვთ განთავსებული, ხოლო უცხოურ ვალუტაში 8.2 მილიარდი ლარის. იურიდიულ პირებს ლარში 4.8 მილიარდი ლარის, ხოლო უცხოურ ვალუტაში 5 მილიარდი ლარის დეპოზიტი აქვთ განთავსებული.

2018 წლის პირველი თებერვლის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.5%-ია, ერთი წლის წინ 3% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.3%-ია, ერთი წლის წინ 7.8% იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.