სახელმწიფო ხაზინამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობის შედეგად, შეიმუშავა “სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესი”.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული რეფორმა უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მობილიზებას და საბანკო სექტორისთვის ლიკვიდური ფულადი რესურსის მიწოდებას ეროვნულ ვალუტაში.
4 ივლისს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 3 თვიანი ვადიანობის მქონე უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 50 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 7.194 პროცენტით.