Deutsche Bank: გერმანიის ეკონომიკა რეცესიაში შედის

Deutsche Bank: გერმანიის ეკონომიკა რეცესიაში შედის

გერმანიის ეკონომიკა რეცესიაში შედის და 2023 წელს დაახლოებით 1%-ით შემცირდება, – ასეთ პროგნოზს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, Deutsche Bank-ის ეკონომისტების ანგარიშზე დაყრდნობით Bloomberg-ი ავრცელებს. ანალიტიკოსების აზრით, ევროპის წამყვანი ეკონომიკის რეცესიაში შესვლა ბუნებრივი აირის კრიზისსა და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის შემცირებას უკავშირდება – ამასთანავე, ეკონომისტები რეკორდულად მაღალ ინფლაციასაც პროგნოზირებენ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გამწვავებული ელექტრომატარებლების კრიზისი, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით გაღრმავდა, გერმანიის ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს, რადგან ქვეყანა, დიდწილად, სწორედ რუსულ გაზზე არის დამოკიდებული. ამასთანავე, არსებობს რისკი, რომ კრემლმა „ჩრდილოეთის ნაკადი – 1“-ით გაზის მიწოდება შეწყვიტოს, მილსადენზე სარემონტო სამუშაოების დაწყების მიზეზით.

„დაშვება იმისა, რომ დასავლური სანქციების და უკრაინის ფინანსური თუ სამხედრო დახმარების გამო რუსეთი ევროპული ეკონომიკის ძირის გამოთხრას გააგრძელებს – სავსებით ლოგიკურია“, – წერენ Deutsche Bank-ის ეკონომისტები. „შეიძლება, ეს [ეკონომიკის] სრულ გათიშვას არ ნიშნავდეს“, მაგრამ „მისი გავლენა ინდუსტრიულ წარმადობასა და ეკონომიკურ გაურკვევლობაზე, 2022 წლის მეორე ნახევარში, გერმანიის ეკონომიკას რეცესიაში შეიყვანს“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *