Deutsche Bank-მა 5 000-მდე თანამშრომელს 2021 წლის ივლისამდე სახლიდან მუშაობის უფლება მისცა

Deutsche Bank-მა 5 000-მდე თანამშრომელს 2021 წლის ივლისამდე სახლიდან მუშაობის უფლება მისცა

Deutsche Bank-ის მენეჯმენტმა თანამშრომლებს აცნობა, რომ 2021 წლის ივლისამდე Wall Street-ის მე-60 ოფისში დაბრუნება არ სჭირდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ დისტანციურად მუშაობის რეჟიმი კიდევ 10 თვეს გასტანს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბანკმა, რომელსაც ნიუ-იორკში 5 000-მდე თანამშრომელი ჰყავს, ამ გადაწყვეტილებით თანამშრომლებს შესაძლებლობა მისცა, ბაღისა და სკოლის ასაკის შვილების განახლებული გრაფიკი დააბალანსონ და ახალ რეგულაციებს ფეხი აუწყონ.

მთავარი მიზანი კი, რის გამოც Deutsche Bank-ი კვლავ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე რჩება, კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანაა.

Bloomberg-ის ცნობით, კიდევ ერთი დიდი ბანკის, JPMorgan Chase-ის რამდენიმე თანამშრომლის ტესტი კოვიდ-დადებითი აღმოჩნდა. ამის მიზეზად კი JPMorgan–ის აღმასრულებელი დირექტორის განწყობა სახელდება: ჯეიმი დაიმონი სახლიდან მუშაობის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *