2016 წელს არჩევნებში გამარჯვებამ Trump Organization-ის ბიზნესი შეანელა. სასტუმროებმა და საცხოვრებელი ბინების კომპლექსებმა დონალდ ტრამპის ბრენდის გამოყენება შეწყვიტეს, გოლფის კურსებზეც ნაკლები ადამიანი მიდიოდა, ახალ პროექტებზე კი გარიგებები აღარ არის.
ამ ყველაფერმა დონალდ ტრამპის შვილები – ერიკ ტრამპი და დონალდ ტრამპ ჯუნიორი – ბიზნესის გამოსაცოცხლებლად არცთუ ისე ბევრი გამოსავალით დატოვა, მათ უნდა ემართათ ბიზნესი. თანხების გენერირებისთვის პრეზიდენტის შვილები ქონებებს ეტაპობრივად ყიდდნენ. მათ ჯამში $118 მილიონის ღირებულების უძრავი ქონება გაყიდეს.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ყველა იმ უძრავ ქონებას, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის დროს Trump Organization-მა გაყიდა:
Spring Creek Towers
ადგილმდებარეობა: ბრუკლინი
რა გაიყიდა: საცხოვრებული კომპლექსის 4%-ი
შემოსავალი: $33 მილიონი
კალიფორნიის გოლფის კურსები
ადგილმდებარეობა: რანჩო პალო ვერდე, კალიფორნია
რა გაიყიდა: 11 გოლფის კურსი
შემოსავალი: $23 მილიონი
Trump International Hotel Las Vegas
ადგილმდებაროება: ლას ვეგასი
რა გაიყიდა: დაახლოებით 60 საცხოვრებელი ბინა კომპლექსში
შემოსავალი: $18 მილიონი
Trump Park Avenue
ადგილმდებარეობა: მანჰეტენი
რა გაიყიდა: ერთი პენტჰაუსი
შემოსავალი: $16 მილიონი
სახლი კალიფორნიაში
ადგილმდებარეობა: ბევერლი ჰილსი
რა გაიყიდა: ერთი 16,45.92 კვადრატული მეტრის ფართობის სახლი
შემოსავალი: $13.5 მილიონი
Trump Parc East
ადგილმდებარეობა: მანჰეტენი
რა გაიყიდა: 3 საცხოვრებელი ბინა კომოლექსშ
შემოსავალი: $7 მილიონი
სამხრეთ კაროლინაში მდებარე საწყობი
ადგილმდებარეობა: ჩრდილოეთ ჩარლსტონი
რა გაიყიდა: ერთი საწყობი
შემოსავალი: $4 მილიონი
დომინიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ნაკვეთი
ადგილმდებარეობა: დომინიკის რესპუბლიკა
რა გაიყიდა: დომინიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე მიწა
შემოსავალი: $3 მილიონი
Trump International Hotel & Tower Chicago
ადგილმდებარეობა: ჩიკაგო
რა გაიყიდა: ავტოსადგომები
შემოსავალი: $300,000
საცხოვრებელი უძრავი ქონება ვირჯინიაში
ადგილმდებაროება: ნორფოლკი, ვირჯინია
რა გაიყიდა: უცნობი უძრავი ქონების 25%-იანი წილი
შემოსავალი: $150,000