საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების ეკონომიკური მაჩვენებლები განაახლა, რომლის მიხედვით საქართველოს 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-დან 5.5%-მდე გაზარდა. საქართველოს მთავრობა 2018 წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
2017 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო, მსოფლიოს ქვეყნებს შორის 42-ე იყო, ხოლო 2018 წლის პროგნოზის (5.5%) მიხედვით, 31-ე პოზიციას იკავებს. წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 1.3%-ით, სომხეთის ეკონომიკა 6%-ით, თურქეთის ეკონომიკა 3.5%-ით, რუსეთის ეკონომიკა 1.7%-ით და უკრაინის ეკონომიკა 3.5%-ით გაიზრდება.
ფონდის ინფორმაციით, 2018 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.7%-ით გაიზრდება, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა 2.4%-ით, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა 4.7%-ით.
2018 წელს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი ლიბიაში (10.9%) და ეთიოპიაში (7.5%) დაფიქსირდება. ყველაზე მეტად კი ვენესუელას (-18%) და დომინიკას (-4.1%) ეკონომიკა შემცირდება.
ცხრილი: ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყნები 2018 წელს
| ქვეყანა | ზრდის ტემპი |
1 | ლიბია | 10.9% |
2 | ეთიოპია | 7.5% |
3 | კოტ დივუარი | 7.4% |
4 | ბანგლადეში | 7.3% |
5 | ინდოეთი | 7.3% |
6 | რუანდა | 7.2% |
7 | სენეგალი | 7.0% |
8 | კამბოჯა | 7.0% |
9 | ლაოსი | 6.8% |
10 | ჯიბუტი | 6.7% |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი