ელიზაბეტ ჰოლმსი დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდას ვერ შეძლებს

ელიზაბეტ ჰოლმსი დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდას ვერ შეძლებს

ელიზაბეტ ჰოლმსის, სამედიცინო სტარტაპ Theranos-ის თანადამფუძნებლის ადვოკატის განცხადებით, თაღლითობაში დამნაშავედ ცნობილი ბიზნესმენი, გათავისუფლების შემდგომ, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდას ვერ შეძლებს. ადვოკატების ინფორმაციით, ჰოლმს „შეზღუდული ფინანსური რესურსები“ აქვს.

რესტიტუციაში თავისი $452-მილიონიანი წილისთვის, 39 წლის ჰოლმს, ჯამში თოთხმეტი ინვესტორისთვის, თვიურად $250-ის გადახდა დაეკისრა. თაღლითობაში თანაბრალდებულ რამეშ „სანი“ ბალვანის კი, კომპანიის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, დაზარალებულთათვის თვეში $1,000-ის გადახდა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ერთ დროს ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარ მილიარდერ ქალს, ელიზაბეტ ჰოლმსს ნოემბერში 11 წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიესაჯა.

თაღლითური სქემის საშუალებით ჰოლმსმა და ბალვანიმ ასობით მილიონი დოლარი შეაგროვეს. რესტიტუციის თავდაპირველი ბრძანება, ჰოლმსის მიერ, სასჯელის მოხდის პერიოდში, კვარტალურად მხოლოდ $25-ის გადახდას ითვალისწინებდა. თუმცა სამთავრობო პროკურორებმა მოთხოვნა შეცვალეს და დაფარვის ახალი გრაფიკი შეიმუშავეს: $250 – თვიურად, ან ჰოლმსის შემოსავლის მინიმუმ 10%, რაც მისი გათავისუფლებისთვის უფრო მაღალი იქნება.

ცნობისთვის, Theranos-ის აღმავლობისას, ჰოლმსის ქონება $4.5 მილიარდად იყო შეფასებული. მიმდინარე თვის დასაწყისში, Forbes-მა მისი წმინდა ქონება ნულამდე შეამცირა. გასულ თვეში ჰოლმსმა New York Times-ს განუცხადა, რომ მხოლოდ იურიდიული ხარჯების დასაფარად, რომ აღარაფერი ვთქვათ რესტიტუციაზე, „სიცოცხლის ბოლომდე მუშაობა მოუწევდა“.