სომხეთში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. კერძოდ, საუბარია პარტია „აყვავებული სომხეთის“ თავმჯდომარე გაგიკ ცარუკიანზე, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. დაკავებამდე ცარუკიანმა სხვა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად ერევნის ცენტრში აქცია დაგეგმა ყარაბაღის თემაზე რუსეთსა და აზერბაიჯათან ერთად ხელმოწერილი შეთანხმების გასაპროტესტებლად.
“ცარუკიანი დაკავებულია. ის ახლა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობაში იმყოფება“, – განაცხადა ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“ წევრმა ივეტა ტონოიანმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერების მიერ დაგეგმილი აქციის მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანის გადადგომაა. თუმცა, მანამ ვიდრე აქცია დაიწყებოდა, ცარუკიანი დააკავეს. დაკავებულია კიდევ დაახლოებით ათი აქტივისტი.