აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორი კით ალექსანდერი Amazon-ის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. კომპანიის გუნდმა ალექსანდერი აუდიტის კომიტეტში ჩასვა.
ალექსანდერი უსაფრთხოების სამსახურის დირექტორად და ცენტრალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 2005 წელს დაინიშნა. 2010 წელს, ის Cyber Command-ის დირექტორად დანიშნეს. გარდა ამისა, ალექსანდერი 2014 წლიდან საკუთარი კიბერუსაფრთხოების კომპანია IronNet Cybersecurity-ს CEO და პრეზიდენტია.
“კითს ხუმრობით იმპერატორს ვუწოდებთ, იმიტომ, რომ ის რასაც დაისახავს, სწორედ იმას ისრულებს,” – ამბობს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამდებობის პირი. “ჩვენ, დანარჩენები კეითს ვაკვირდებოდით, თუ როგორ ითანხმებდა იგი კონგრესსა და თეთრ სახლს სხვების ხარჯზე”, – დასძინა მან.
მაშინ როდესაც 2013 წელს, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომელმა, ედუარდ სნოუდენმა გაასაჯაროვა დოკუმენტები თვალთვალის შესახებ, ალექსანდერმა ეს დოკუმენტები იმით გაამართლა, რომ თვალთვალი პოტენციური ტერორისტული აქტების პრევენციისთვის აუცილებელი იყო.