ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.75 პროცენტამდე შეამცირა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.75 პროცენტამდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 27 ივლისს რეფინანსირების განაკვეთი (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი) 25 საბაზისო პუნქტით, 6.75%-მდე შეამცირა. ეს ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხი უფრო იაფათ აიღონ, რაც თავის მხრვის კომერციული ბანკებისგან ლარში გასაცემი სესხების პროცენტს შეამცირებს. რეფინანსირების განაკვეთმა ზრდა გასული წლის თებერვლიდან დაიწყო და მაქსიმალურ ნიშნულს – 8%-ს, დეკემბერში მიაღწია. დღეს ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტად ზრდის საფრთხე არ არსებობს და განაკვეთი შეამცირა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთ თვეში რეფინანსირების სესხები 250 მლნ ლარიდან 626 მლნ ლარამდე გაიზარდა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 7 სექტემბერს გაიმართება, სადაც მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთი ისევ შემცირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *