ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 107-ე ადგილზეა

ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 107-ე ადგილზეა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი, ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გათვალისწინებით, 10 644 აშშ დოლარს გაუტოლდება და ამ მაჩვენებლის სიდიდით საქართველო 190 ქვეყანას შორის 107-ე ადგილს დაიკავებს (2016 წელსაც 107-ზე ვიყავით). სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2018 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 11 303 (PPP) დოლარამდე გაიზრდება, თუმცა რეიტინგში 108-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი (PPP) ყველაზე მაღალი ყატარაშია – 124 927 დოლარი, მეორე ადგილზე ლუქსემბურგია 109 192 დოლარით. ყველაზე ღარიბი ქვეყანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა წლიური 681 დოლარით. ბოლოდან მეორეზეა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 785 დოლარით.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შემდეგი სურათია: რუსეთი – 27 900 დოლარი, თურქეთი – 26 450 დოლარი, აზერბაიჯანი – 17 430 დოალრი, სომხეთი – 9 100 დოლარი. უკრაინაში 8 660 დოლარია.

შემოსავლების მიხედვით საქართველოსთან ყველაზე ახლოსაა ეკვადორი (11 234 დოლარი) და კოსოვო (10 383 დოლარი).

ცხრილი: ერთ მოსახლეზე ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები 2017 წელს

 

ქვეყანა

(PPP) დოლარი

1

ყატარი

124,927

2

ლუქსემბურგი

109,192

3

სინგაპური

90,531

4

ბრუნეი

76,743

5

ირლანდია

72,632

6

ნორვეგია

70,590

7

ქუვეითი

69,669

8

არაბთა გაერთ. ემირატები

68,245

9

შვეიცარია

61,360

10

ჰონგ კონგი

61,016

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი