ოჯახური მემკვიდრეობის საამაყო, ახლა უკვე ისტორიულმა პროდუქტმა – Hennessy-ის კონიაკმა მთელ მსოფლიოში იმოგზაურა და ტრადიციები გადაწერა. მომავალ თაობებზე, ერთობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე ორიენტირებულმა ბრენდმა, 2020 წელს განსაკუთრებული ნაზავის – Hennessy X.O.-ს 150 წლის იუბილე აღნიშნა, რომელიც ჩინელი არტისტის, Cai Guo-Qiang-ის არტინსტალაციით დაგვირგვინდა.
წარმატების ხანგრძლივი ისტორია, კონიაკის დამზადების უნიკალური ფორმულა და მომავლის ხედვა – ეს ის ფუნდამენტია, რაზეც საუკუნოვანი ბრენდი – Hennessy დგას.
ბრენდის ისტორია საუკუნეების წინ, საფრანგეთის პატარა ქალაქ კონიაკში იწყება, სადაც ირლანდიელმა სამხედრო ოფიცერმა, რიჩარდ ჰენესიმ 1765 წელს კონიაკის წარმოება დააარსა. შემდეგ მისმა ვაჟმა, ჯეიმს ჰენესიმ 1813 წელს კომპანიას Jas Hennessy & Co. დაარქვა. ფრანგული კონიაკის კომპანიის სათავო ოფისი ახლაც იქ, ქალაქ კონიაკში მდებარეობს.
შარანტის დეპარტამენტის შუაგულში დაფუძნებული Hennessy რეგიონული ეკონომიკის მტკიცე საყრდენი და მდიდარი გამოცდილების მქონე სექტორის სტანდარტების დამწესებელია. Hennessy-ის სახლის წარმატებას პროდუქტის მაღალი ხარისხი და კომპანიის ფუნქციონირების თანამიმდევრულობა განაპირობებს. Hennessy-ის სახლი კონიაკის წარმოების პრაქტიკის თაობიდან თაობაზე გადაცემის ტრადიციას დღემდე აგრძელებს.
Jas Hennessy & Co. წელიწადში დაახლოებით 50 მილიონ ბოთლს ყიდის. კონიაკის უმსხვილეს მწარმოებელზე მსოფლიოში არსებული კონიაკის 40%-ზე მეტი მოდის. Jas Hennessy & Co. ამჟამად Moet Hennessy-ის მფლობელობაშია. შეერთებულ შტატებში 1987 წელს შექმნილი Moet Hennessy-ის წლიური შემოსავალი 604.2 მილიონი დოლარია. კომპანიას დაახლოებით 3,442 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, თითოეული კი წელიწადში საშუალოდ 80,967 დოლარს იღებს. თავად Moet Hennessy-ის 66%-ი LVMH (Moet Hennessy – Louis Vuitton SE)-ს ეკუთვნის, ხოლო 34% – Diageo-ს.
250 წელზე მეტია, ალკოჰოლის ინდუსტრიის ლიდერი მსოფლიოს გამორჩეული ალკოჰოლური სასმელით, კონკრეტულად კი კონიაკის განსაკუთრებული ნაზავებით ამარაგებს. დამფუძნებელ რიჩარდ ჰენესის შემართებითა და სულისკვეთებით შექმნილი ბრენდი 160-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში კი Hennessy-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი კომპანია GD Alco-ა.
Hennessy პირველი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სახლია, რომელმაც ISO 14001 სერტიფიკატი მიიღო. კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტი ინოვაციური შესაძლებლობების გაერთიანება და პარტნიორთა მობილიზებაა, რათა პროდუქტის წარმოებისთვის აუცილებელი ტერიტორია მუდმივად დაცული იყოს.
Hennessy პროდუქციის 99%-ს ექსპორტზე უშვებს, რაც კომპანიას საფრანგეთის ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის უმსხვილეს კონტრიბუტორად წარმოაჩენს. 2018 წელს საფრანგეთიდან ექსპორტზე 13 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ალკოჰოლური სასმელი გავიდა – ამ ღირებულების 73% კონიაკზე მოდის.
მიმდინარე პანდემიისა და მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, Hennessy-მ კიდევ ერთი გლობალური წარმატების მოპოვება შეძლო და Forbes-ის მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული “მსოფლიოს ყველაზე ღირებული ბრენდების“ ჩამონათვალში მოგვევლინა. ბრენდმა სიაში 84-ე ადგილი დაიკავა. ბრენდის ღირებულება – 8.9 მილიარდი დოლარი, ხოლო შემოსავალი – 2.8 მილიარდი დოლარია.
Hennessy-ის კორპორაციული ფილოსოფია საკმაოდ შთამბეჭდავია. კომპანია და მისი პარტნიორები მდგრადი მევენახეობის დიდი მხარდამჭერები არიან. Hennessy-ის რეზერვი Eaux-de-vie-ს ერთ- ერთი უდიდესი კოლექციაა მსოფლიოში. 65 მარანში შენახული 350,000 კასრი და სხვა უნიკალური ინვენტარი წინამორბედების მემკვიდრეობაა, რომელსაც კომპანია 200 წელზე მეტია, ინახავს.
“ჩვენი საქმიანობა მხოლოდ კონიაკის დამზადება არ არის. ეს არის მიწისა და მდიდარი მემკვიდრეობის მომავალი თაობებისთვის გადაცემა“, – ამბობს მათილდე ბოისო, Hennessy-ის ვაზის კულტივაციის დანაყოფის ხელმძღვანელი.
ბრენდის ვენახებზე პასუხისმგებელი მევენახეები უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის ზრდისა და წარმოების პრაქტიკას, რაც საბოლოო პროდუქტის მდგრად ხარისხს განაპირობებს. ნიადაგის ჯანმრთელობის დაცვა და ვენახების ხანგრძლივობის გარანტია მევენახეებისთვის ისევე აუცილებელია, როგორც გარემოს დაცვა.
Hennessy-ის თანამშრომლები ბრენდის ელჩებად ითვლებიან და კლიენტებს სასმლის პასუხისმგებლობიან მოხმარებაზე მუდმივად აწვდიან ინფორმაციას – ეს არის მათი კომუნიკაციის ქვაკუთხედი.
კომპანია მხარს უჭერს სხვადასხვა სოციალურად მნიშვნელოვან ინიციატივას – სოციალური ჩართულობის, ტრენინგის, სპონსორობისა და პარტნიორობის პროგრამების მეშვეობით. ადგილობრივი თემების განვითარებაში შეტანილი რეგულარული წვლილი მოიცავს, მაგალითად, მენტორინგისa და აუტრიჩის პროგრამებს (100 სამუშაო ადგილი); პარტნიორობის ხელშეკრულებებსა და სპეციალური საჭიროებების სპონსორობას (L’Arche en Charente).
1870 წელს ჰენესის ოჯახის მეოთხე თაობის წარმომადგენელმა, მორის ჰენესიმ კუპაჟების ოსტატ ემილ ფილიუს სთხოვა, შეექმნა სპეციალური კონიაკი მისი ოჯახისა და მეგობრებისთვის, რომლის იდეალური ნაზავისთვის საუკუნოვან კონიაკის სპირტებს გამოიყენებდა. სწორედ ამიტომ სასმელს “X.O” უწოდეს, რაც “Extra Old”-ად იშიფრება და განსაკუთრებულად ძველს ნიშნავს. Hennessy X.O პირველი ნაზავი გახდა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რის შედეგადაც X.O კლასიფიკაცია ხარისხის საზომად ჩამოყალიბდა.
1947 წელს ჯერალდ დე ჯეფრიმ – მორის ჰენესის შვილთაშვილმა საკულტო გრაფინი შექმნა – ფორმა, რომელიც შთაგონებულია ყურძნის გადატრიალებული მტევნით. დღეს Hennessy X.O ისეთივე რჩება, როგორიც მაშინ, როდესაც მორის ჰენესიმ იგი პირველად გაუზიარა თავის ახლობელთა წრეს. მარადიული სიმბოლო ძლიერი და გაწონასწორებული სტრუქტურით – ასე ხასიათდება Hennessy X.O.
Hennessy X.O.-ს 150 წლის საიუბილეო ღონისძიების შემოქმედებითი შინაარსი ჩინელი არტისტის, Cai Guo- Qiang-ის შთაგონებების სინთეზის მიხედვით შეიქმნა.
Cai Guo-Qiang-ი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტია თანამედროვე ხელოვნებაში. თავისი მასშტაბური, სპეციფიკური ინსტალაციების გარდა, ის განსაკუთრებით ცნობილია დენთისა და ფეიერვერკის, როგორც ინტენსიური ემოციური რეზონანსის გაღვივების მხატვრული საშუალების უნიკალური გამოყენებით.
პანდემიის უპრეცედენტო კონტექსტში შექმნილი არტინსტალაცია ქალაქ კონიაკში, საფრანგეთში გაიმართა. დღის ფეიერვერკის ღონისძიება მხოლოდ არატოქსიკურ, შემცირებული კვამლის მქონე, CE სერტიფიცირებული პიროტექნიკური პროდუქტების გამოყენებით გაიმართა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ბრენდის ეკომეგობრულ მიდგომებზე.
მდინარე შარანტზე მცურავი 150 მუხის კასრიდან გაეშვა მრავალფეროვანი ფეიერვერკი – ნიცშეს “ტრაგედიის დაბადებით“ შთაგონებულმა არტისტმა 15-წუთიანი ფეიერვერკის სამი მოქმედება დადგა, რათა პატივი მიეგო შექმნისა და განადგურების მარადიული ციკლისა და ადამიანის სულისკვეთებისთვის, რომელიც ტკივილის აღიარების მიუხედავად, სიცოცხლეს ბუნებასთანჰარმონიაში აგრძელებს.
“Hennessy X.O საგის დაწყებიდან საუკუნე-ნახევრის შემდეგ, არტისტი გთავაზობთ ოდისეას მხატვრულ ხედვას, რომელიც გაჯერებულია ერთიანობით, გამძლეობითა და იმედით. 2020 წლის განსაკუთრებულ კონტექსტში, ეს ღირებულებები გვახსენებენ, თუ რამდენს მივაღწიეთ ერთად და რამდენს მივაღწევთ მომავალში“, – ამბობს Hennessy-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ლორან ბოლიო.
თავად არტისტის განმარტებით, კაცობრიობა სწორედ ახლა შედის დაძაბული ოდისეის ახალ თავში. მისი თქმით, ქალაქ კონიაკიდან გაგზავნილი ეს სიგნალი აკავშირებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ადამიანებს, რაც კაცობრიობას საშუალებას აძლევს, პირველყოფილი ვნება ააფეთქოს და შექმნას საერთო მომავლის საზოგადოება, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ბუნებასა და ხელოვნებასთან. “მიუხედავად იმისა, რომ ფეიერვერკი გამოხატავს ტრაგედიის ჩემეულ ხედვას ხელოვნებასა და ცხოვრების არსზე, იმედი მაქვს, მაყურებელი შთაგონებას მიიღებს, შეძლებს შეურიგდეს ბუნებას და იპოვოს განკურნების ძალა”.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ღირებულებებს, რაზეც Hennessy დგას. ფაქტია, ბრენდის სამომავლო სამოქმედო ფორმულა – ერთიანობაში, გამძლეობასა და იმედშია. არტინსტალაცია “მსოფლიო ოდისეა”, კონიაკის ცნობილი მწარმოებლისა და ჩინელი არტისტის ორმაგ გზავნილს ატარებს – პანდემიით დაზარალებულთა ნუგეშსა და იმედიან მომავალს, რომლის განხორციელებაშიც Hennessy თავის წვლილს აუცილებლად შეიტანს.