Dentons-ის მთავარმა მრჩეველმა და “სილქნეტის“ საბჭოს წევრმა თედ ჯონასმა Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან სტუმრობისას საქართველოში სასამართლოს რეფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით საჭიროა ფუნდამენტური სისტემური რეფორმის განხორციელება.
“სასამართლო რეფორმა საქართველოში არასოდეს განხორციელებულა. სასამართლოს რეფორმირებაში ვერც შევარდნაძემ მიაღწია წარმატებას, შემდეგ სააკაშვილის მთავრობამ სასამართლოში კორუფცია აღმოფხვრა, თუმცა, სასამართლო დარჩა სახელმწიფოს მკაცრი კონტროლის ქვეშ. ახლა კი ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს სააკაშვილისა და შევარდნაძის სასამართლოს ერთგვარი ნარევი, სადაც მკაცრი კონტროლია სახელმწიფოსგან სასამართლოზე და ასევე კორუფცია. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს“, – აღნიშნა თედ ჯონასმა.
თედ ჯონასთან ერთად მართლმსაჯულების შესახებ არსებულ პრობლემაზე Forbes Talks-ის პანელში დისკუსიისას BAT Caucasus-ის წარმომადგენელმა საქართველოში ფელისიო ფერაზმაც გაამახვილა ყურადღება.
“სასამართლო სისტემა, სამწუხაროდ არ არის საქართველოს კარგ მხარედ ცნობილი საზღვარგარეთ. ამიტომაც ბევრი კომპანია და ქვეყნა შეშინებულია აქ შემოსვლით. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი საშინაო დავალება გვაქვს გასაკეთებელი [ბიზნესების] მოსაზიდად“, – აღნიშნა BAT Caucasus-ის წარმომადგენელმა.