ESMT Berlin საინფორმაციო შეხვედრას მართავს

ESMT Berlin საინფორმაციო შეხვედრას მართავს

განათლების საკონსულტაციო ცენტრ PRIME STUDY-ის მოწვევით, ESMT Berlin-ი, მენეჯმენტისა და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის, მართავს საინფორმაციო შეხვედრას თბილისში 29 მაისს, 19:00 საათზე სასტუმრო ბილტმორში.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია ლინკზე: ESMT Berlin Information Session in Tbilisi

მენეჯმენტისა და ტექნოლოგიის ევროპული სკოლა (European School of Management and Technology – ESMT) მდებარეობს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში და ითვლება ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს სკოლად. დაარსდა 2002 წელს გერმანიის წამყვანი 25 კომპანიის მიერ (DAIMLER, BMW, Lufthansa, Airbus, Allianz, BOSCH, BAYER, SIEMENS, E-ON, KPMG, MAN, T-Mobile, Thyssenkrupp და სხვა. 

სკოლაში ბოლოდროინდელი უმაღლესი დონის ვიზიტებიც და ისეთი სპიკერების სიტყვით გამოსვლა, როგორიც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და აშშ-ს 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა არიან, ხაზს უსვამს ESMT-ის მაღალი დონის რეპუტაციასა და პრესტიჟს.

ESMT არის ერთ-ერთი მხოლოდ სამ სკოლას შორის გერმანიაში, რომელსაც აქვს ე.წ. “Triple Crown”, ანუ სამმაგი საერთაშორისო აკრედიტაცია AACSB, AMBA და EQUIS-ის სააკრედიტაციო ორგანიზაციებისგან.

ESMT მსურველებს სთავაზობს სამ აკადემიურ პროგრამას:

1. მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (Master’s in Management – MIM). ხანგრძლივობა – 2 წელი. აღნიშნული პროგრამის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მეორე წელი ისწავლონ აშშ-ში Yale-ს უნივერსიტეტში და მიიღონ ორმაგი დიპლომი;

2. ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (Full-time MBA) ხანგრძლივობა – 1 წელი. პროგრამას ყოველწლიურად 60-მდე სტუდენტი ამთავრებს მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. თითოეული სტუდენტის მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელია;

3. ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა დაუსწრებელ ფორმატში (Executive MBA). ხანგრძლივობა – 18 თვე. ამ პერიოდის მანძილზე სტუდენტები უნდა დაესწრნონ 10 სასწავლო მოდულს ბერლინსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში. თითოეული მოდულის ხანგრძლივობა – 5 დღე. სტუდენტების საშუალო ასაკი 37 წელს შეადგენს 13 წლიანი სამუშაო გამოცდილებით.

საერთაშორისო რეიტინგებში ESMT-ის პროგრამების წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიოს მასშტაბით, კერძოდ:

  • MIM: #14 Globally – Economist Ranking
  • MBA: #8 Value for Money and #2 in Germany and for Entrepreneurship – Financial Times Ranking; #13 Globally – Economist Ranking
  • EMBA: #1 globally for career progression – six consecutive years and #1 in Germany for career progression – seven consecutive years – Financial Times Ranking

ინფორმაცია სპიკერის შესახებ

Nick Barniville – აკადემიური პროგრამების ასოცირებული დეკანი (Associate Dean of Academic Programs). EMST-მდე ნიკი მუშაობდა სხვადასხვა აღმასრულებელ პოზიციებზე, კერძოდ საფრანგეთში INSEAD-ის ბიზნეს სკოლასა და ირლანდიაში Smurfit School at University College Dublin (UCD)-ში. 

რატომ ESMT?

ESMT წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან ბიზნესის, პოლიტიკისა და აკადემიურ სექტორებს. მისი მთავარი სამი მიმართულებაა ლიდერობის, ანალიტიკური და ინოვაციური უნარ-ჩვევების გაძლიერება. ქართველი სტუდენტებისთვის ESMT-ში სწავლა იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება ბიზნესის სფეროში და დაამყარონ კავშირ-ურთიერთობები წამყვან გერმანულ და ევროპულ ბიზნეს კორპორაციებთან. ESMT-ის კურსდამთავრებულების 90% სწავლის დასრულების შემდეგ რჩება და საქმდება გერმანიაში. გერმანული კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა სწავლის დასრულების შემდეგ 18 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ გერმანიაში და მოიძიონ სასურველი სამსახური, დასაქმების შემოთავაზების შემდეგ კი მიიღონ სამუშაო უფლება. მიღებული ცოდნა და კავშირები ESMT-ის ქართველ კურსდამთავრებულებს გამოადგებათ საქართველოში სამომავლოდ ინოვაციების განვითარებასა და წარმატებული ბიზნეს მენეჯმენტის მოდელების დანერგვაში.

ESMT Berlin-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში გახლავთ განათლების საკონსულტაციო ცენტრი PRIME STUDY.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *