Ethereum-ის თანადამფუძნებელმა ვიტალიკ ბუტერინმა ინდოეთის დასახმარებლად India Covid Relief Fund-სა და სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებში კრიპტოვალუტის სახით $1 მილიარდზე მეტი გადარიცხა.
აღსანიშნავია, რომ გარდა ინდოეთისა, Ethereum-ის ბლოკჩეინის მონაცემების პროვაიდერ Etherscan-ის თანახმად, მილიონობით დოლარი გადაირიცხა საქველმოქმედო ორგანიზაციებში, რომელთა შორისაა GiveWell-ი, Methuselah Foundation-ი და Machine Intelligence Research Institute-ი, რომელიც ტექნოლოგიურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზეა ფოკუსირებული.
შეგახსენებთ, რომ ვიტალიკ ბუტერინი 27 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა კრიპტომილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც Ethereum-ის ფასი წლის დასაწყისიდან 325%-ით გაიზარდა და ცოტა ხნის წინ $3000-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ბუტერინის მიერ თანხების გადარიცხვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა კრიპტოვალუტის ფასებზე. Coinbase-ის თანახმად, ბოლო 24 განმავლობაში Shiba Inu-ის ფასი შემცირებულია 36%-ით, Dogelon-ი 65%-ით და Akita Inu-ს 50%-ზე მეტით.
შესაბამისად, ინდოეთის საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ მიღებული დახმარება შესაძლოა იმაზე ნაკლები აღმოჩნდეს, ვიდრე თავდაპირველად იყო შეფასებული.