EU-ს მიერ ნავთობზე დაწესებული ემბარგოს გამო, რუსეთი წელიწადში $22 მილიარდით იზარალებს

EU-ს მიერ ნავთობზე დაწესებული ემბარგოს გამო, რუსეთი წელიწადში $22 მილიარდით იზარალებს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ რუსულ ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებით, რუსეთი ყოველწლიურად $22 მილიარდით იზარალებს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. საინტერესოა, რომ დანაკლისის უდიდესი ნაწილი – $12 მილიარდი, იმ ნავთობზე მოდის, რომელიც ჩრდილოეთ ევროპაში მილსადენის გავლით ხვდებოდა, ხოლო $10-მილიარდიან ზარალს ნავთობის საზღვაო წესით გადატანის აკრძალვა განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი 2021 წელს, საკუთარი მაგისტრალური მილსადენის გავლით ევროპულ ნავთობგადამმუშავებელ საწარმოებს დღეში 720 ათასი ბარელი ნედლი ნავთობით ამარაგებდა. ამასთანავე, ყოველდღიურად 1.57 მილიონი ბარელი ნავთობი შედიოდა ევროკავშირში ბალტიისპირეთის, შავი ზღვისა და არქტიკული პორტებიდან. როგორც უკვე აღინიშნა, ნავთობის საზღვაო გადაზიდვების აკრძალვით, რომელზეც მანამდე საექსპორტო მაჩვენებლის 75% მოდიოდა, რუსეთი ყოველწლიურად $10 მილიარდით იზარალებს.

საინტერესოა, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, ნავთობზე დაწესებული ნაწილობრივი ემბარგო უმალ იქონიებს გავლენას საექსპორტო ნავთობის ორ-მესამედზე. მსგავსად ფიქრობს ევროკომისიის პრეზიდენტიც: უსრულა ფონ დერ ლაიენის თქმით, 2022 წლის ბოლოსთვის, რუსული ნავთობის ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიწოდება 90%-ით შემცირდება.