ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე მომუშავე ევროპარლამენტის წამყვანი წევრების განცხადება

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე მომუშავე ევროპარლამენტის წამყვანი წევრების განცხადება

“გასული კვირა დღე გარდამტეხი გარდამტეხი იყო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები – ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით – საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმდნენ.

შეთანხმების მიხედვით, 2020 წლის საარჩევნო სისტემა დაფუძნებულია 120  პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატზე. ჩამკეტი მექანიზმი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ პროპორციულ არჩევნებში ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ შექმნას საპარლამენტო უმრავლესობა.პროპორციული არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შეადგენს 1%-ს.

ვულოცავ ამ ზოგჯერ რთული პოლიტიკური დიალოგის ყველა მონაწილეს, რომ მათ უპირატესობა მიანიჭეს თავისი ქვეყნის და მისი მოქალაქეების ინტერესებს. ასევე მადლობას ვუხდით დიპლომატებს, ვინც ღირებული მედიაციის საშუალებით ამ პროცესს ფასილიტაცია გაუწია – კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, მის აღმატებულებას კარლ ჰარცელს.

ასევე, მოხარულნი ვართ ავღნიშნოთ, რომ ხელმომწერებმა აიღეს ვალდებულება ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და თავიდან აიცილონ ისეთი ქმედებები, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც საქართველოში მიმდინარე სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია. კვლავ გვსურს ავღნიშნოთ სასამართლო სისტემისადმი ნდობის დამყარების მნიშვნელობა და მოვუწოდოთ საკვანძო თანამდებობებზე ისეთი დანიშვნების თავიდან აცილება, რომელიც ამ პროცესს ხელს შეუწყობს.

მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, სრულად განახორციელონ შეთანხმება და უზრუნველყონ პარლამენტის მიერ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებელი მიღება, რომ მომდევნო არჩევნები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდეს, რადგან ეს ნაბიჯები საქართველოს პოლიტიკური პოლარიზაციის შემდგომი შემცირებისა და მისი დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის იქნება. ასევე შეგახსენებთ, რომ პლურალისტული და დაბალანსებული მედია უმნიშვნელოვანესია შეუფერხებელი და წარმატებული საარჩევნო პროცესისთვის.“

განცხადებას ხელს აწერენ:

დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალჯურანდი (სოციალისტები და დემოკრატები, ესტონეთი), ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე.

სვენ მიქსერი (სოციალისტები და დემოკრატები, ესტონეთი), ევროპარლამენტის მუდმივმომხსენებელი საქართველოს საკითხებზე ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანე /ევროპის თავისუფალი ალიანსი, გერმანია), საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი საქმიანობის საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტის წამყვანი წევრი.