ევროკომისიამ Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაცია მისცა. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში ვაქცინაციის პროცესი მალე დაიწყება. როგორც ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები აცხადებენ, მისი დისტრიბუცია იწყება.
ცნობისთვის, ნოემბერში ევროკომისიამ Pfizer-თან და BioNTech-თან შეთნხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც კომპანიებმა 2020 და 2021 წლებში 200 მლნ დოზა ვაქცინა უნდა მიაწოდონ ევროპას, ამას გარდა, საუბარია კიდევ დამატებით 100 მლნ დოზაზე.
Pfizer-ის და BioNTech-ის ვაქცინის ავტორიზაცია დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა უკვე განახორციელა. ამ ორ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი უკვე დაწყებულია.
მალე მათ რიგებს შეუერთდება ევროპის ქვეყნებიც, მაგალითად, საფრანგეთში, იტალიაში, ავსტრიასა და გერმანიაში ვაქცინაციას 27 დეკემბერს დაიწყებენ.
შეგახსენებთ, Pfizer-ის და BioNTech-ის ვაქცინის ეფექტურობა 95%-ს აღწევს.