Forbes ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნებს ასახელებს

Forbes ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნებს ასახელებს

Forbes ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგის შედგენისას გამოცემა სხვადასხვა ორგანიზაციების მონაცემებს იყენებს, მათ შორის  Freedom House, Heritage Foundation, Property Rights Alliance, United Nations, Transparency International, World Bank Group და World Economic Forum. რეიტინგში ჯამში მსოფლიოს 153 ქვეყანა შედის.

ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების გამოსავლენად გამოცემა 15 კრიტერიუმს იყენებს, მათ შორის – ინოვაციები, საკუთრების უფლება, ინფრასტრუქტურა, საგადასახადო სისტემა და სხვა.

მიუხედავად ევროკავშირის დატოვებისა და მასთან დაკავშირებული ნეგატიური მოლოდინებისა, მიმდინარე წელს ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნად გაერთიანებული სამეფო დასახელდა. გასულ წელს გაერთიანებული სამეფოს მთლიანი შიდა პროდუქტი 1,8%-ით გაიზარდა. ზრდა მიმდინარე წელსაც გრძელდება, ამასთან ქვეყანაში უმუშევრობა 42 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა და ის 4,3%-ს შეადგენს.

ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების ათეული შემდეგია:

გაერთიანებული სამეფო – მშპ-ს ზრდა 2016 წელს – 1,8%

ახალი ზელანდია –  მშპ-ს ზრდა 2016 წელს – 1,6%

ნიდერლანდების სამეფო – მშპ-ს ზრდა 2016 წელს – 2,2%

შვედეთი  – მშპ-ს ზრდა 2016 წელს – 3,2%

კანადა – მშპ-ს ზრდა 2016 წელს – 1,5%

ჰონგ კონგი – მშპ-ს ზრდა 2016 წელს – 2%

დანია – მშპ-ს ზრდა 2016 წელს – 1,7%

ირლანდია – მშპ-ს ზრდა 2016 წელს – 5,1%

სინგაპური – მშპ-ს ზრდა 2016 წელს – 2%

შვეიცარია – მშპ-ს ზრდა 2016 წელს – 1,4%

საქართველო Forbes რეიტინგში 52-ე ადგილზეა. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში 9 ადგილით გაუარესდა.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვენებს, რეიტინგში 58-ე ადგილზეა რუსეთი, 70-ზე აზერბაიჯანი, 88-ზე სომხეთი, თურქეთი კი 56-ზე.

ბიზნესისთვის ყველაზე ცუდ ქვეყნად კი ჩადის რესპუბლიკა დასახელდა. აფრიკული რესპუბლიკა სიაში 153-ე ადგილზეა, გასულ წელს ჩადიში ეკონომიკურმა სტაგნაციამ -6,4% შეადგინა.

მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკამ – ჩინეთმა ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში 66-ე ადგილი დაიკავა. მიზეზად ქვეყანაში ვაჭრობის შემცირება და ამასთან, მონეტარული თავისუფლების კრიტერიუმში გაუარესებული მაჩვენებელი სახელდება. $18.6 ტრილიონიანი ეკონომიკის მქონე ამერიკის შეერთებული შტატები კი წლევანდელ რეიტინგში 11-ე ადგილს იკავებს.