რეიტინგის TOP-10 კომპანიიდან 6 ამერიკულია.
უკვე მეორე წელია მსოფლიოში საუკეთესო დამსაქმებელ კომპანიად Alphabet სახელდება. Forbes-ის სიაში Google-ის მფლობელმა კომპანიამ საუკეთესო შეფასება მიიღო. Google-ში მენეჯერული პოზიციების 25%-ზე მეტს ქალები იკავებენ. გენდერული თანასწორობა გამოცემისთვის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო რეიტინგის შედგენისას. Alphabet-ს 80 000-ზე მეტი დსაქმებული ჰყავს, კომპანიის მოგება წლიურად $ 16 მილიარდს აღემატება, მისი საბაზრო ღირებულება კი $766 მილიარდია.
რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა Microsoft-მა. 124 000 დასაქმებულით, კომპანიის წლიური მოგება $14 მილიარდს აღემატება, საბაზრო ღირებულება კი გასულ წელს 750 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
რეიტინგის TOP-10 კომპანიიდან 6 ამერიკულია. მათ შორის მესამე ადგილი დაიკავა Apple-მა, მეოთხე პოზიციაზეა Walt Disney Company, ხუთეულს კი Amazon ხურავს.
ამერიკული კომპანიები მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლებად სახელდება, – რეიტინგის პირველი 500 კომპანიიდან 185 ამერიკულია. სიაში ჰონგ კონგიდან და ჩინეთიდან 80 კომპანია მოხვდა.
ათეულში მოხვდა გერმანული კომპანიები – Daimler AG (მეშვიდე ადგილი) და BMW (მეათე ადგილი).
მეშვიდე ადგილზე ჰონგ-კონგის ნავთობისა და გაზის უმსხვილესი კომანია CNOOC-ია. სიაში მერვე ადგილი ტაილანდურმა ბანკმა Kasikornbank დაიკავა. მეცხრე ადგილზე კი ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Celgene-ია.