Forbes - ინვესტორები: შეწყვიტეთ საქართველოს ბოიკოტი

Forbes - ინვესტორები: შეწყვიტეთ საქართველოს ბოიკოტი

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკული Forbes ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ ვლადიმერ პუტინი საქართველოს ბოიკოტს ახორციელებს.

“პუტინს სჯერა, რომ ფრენების შეჩერებით და ტურისტული ბლოკადით ქვეყნის ეკონომიკას დაარტყამს”, – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ საქართველო იმ რამდენიმე განვითარებად ქვეყანას შორისაა, რომლის მიმართაც ინვესტორებს აქვთ ყურადღება მიპყრობილი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთება მარტივია, ქვეყანაში ფიქსირდება საშუალოდ 5%–იანი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის მაჩვენებელი კი მცირდება.

ამასთან, ავტორი ქვეყანაში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს: კორუფცია, კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა და ამერიკულ დოლარზე ძლიერი დამოკიდებულება.

Forbes წერს, რომ რუსეთმა 11 წლის მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა ავტორი აქვე აღნიშნავს, რომ ოკუპაციის შემდეგ, საქართველოში პროგრესის ტემპი არ შენელებულა.

ასევე Forbes იმ ინვესტორებს ციტირებს, რომლებიც საქართველოს ბოიკოტს არ აპირებენ. კერძოდ, Vanshap Capital–დან ევან ვანდერვეენი ამბობს, რომ საქართველოს რეფორმების ისტორია მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებულია.

ქვეყნის წარმატებულ მაგალითად არის მოყვანილი Georgia Capital, – რომელიც დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დაშვებული და საქართველოში უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფია.

“განვითარებად ბაზრებზე ინვესტორებს არასტაბილურობისადმი ძლიერი ტოლერანტობა უნდა გააჩნდეთ. გვჯერა, რომ საქართველო სწორ გზას ადგას. საქართველო შთაგონებულია, რომ გახდეს კავკასიის რეგიონის “სინგაპური””, – ვკითხულობთ სტატიაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *