G&T ლარის კურსის 2.6 ნიშნულამდე გამყარებას 2020 წლიდან ელოდება

G&T ლარის კურსის 2.6 ნიშნულამდე გამყარებას 2020 წლიდან ელოდება

საინვესტიციო ბანკი G&T რუსული სანქციების ფონზე ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ ელოდება, თუმცა აღნიშნავს რომ იქნება გარკვეული არასტაბილურობა. ბანკში მიიჩნევენ, რომ წლის განმავლობაში ლარი–დოლარის კურსი 2.7–2.75–იან ნიშნულებს შორის იქნება, ხოლო ლარის კურსი დოლარის მიმართ 2 ლარსა და 60 თეთრამდე 2020 წლიდან გამყარდება.

ლარის ბოლოდროინდელ დასუსტებას G&T-ში ეროვნული ბანკის მხრიდან რეზერვების შევსებას უკავშირებენ. ასევე სხვა ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა მაგალითად თურქული ლირის გაუფასურებასთან დაკავშირებული მოლოდინები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *