ამერიკულმა Forbes-მა იმ მილიარდერთა რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთაც Twitter-ზე ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ. საინტერესოა, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი, Twitter-ის შეძენის შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდგომ პლატფორმაზე გამომწერთა მუდმივად მზარდი რაოდენობით გამოირჩევა, თუმცა რეიტინგში პირველ ადგილს მაინც ვერ იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ აპრილის შემდგომ, მასკის გამომწერთა რაოდენობა 17 მილიონით გაიზარდა, Tesla-ს CEO-ს მიმდინარე წლის რეიტინგში ბარბადოსელი მომღერალი რიანა უსწრებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის რეიტინგში ვერ მოხვდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც Twitter-ზე გამომწერების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რაოდენობით, 88.8 მილიონით გამოირჩეოდა. შეგახსენებთ, რომ Twitter-მა ტრამპის ანგარიში 2021 წლის 8 იანვარს, კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის შემდგომ, „ძალადობის წაქეზების რისკის“ ბრალდებით, სამუდამოდ შეაჩერა. ამჟამად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ პლატფორმას, Truth Social-ს იყენებს.
Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგი Twitter-ის ყველაზე მეტი გამომწერით ასე გამოიყურება:
1. რიანა – 106.8 მილიონი გამომწერი. წმინდა ქონება – $1.4 მილიარდი
პოპვარსკვლავსა და ანტრეპრენიორ რიანას Twitter-ზე იმაზე მეტი გამომწერი ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა მილიარდერს. მომღერალი პლატფორმას ძირითადად საკუთარი კოსმეტიკური კომპანია Fenty Beauty-ის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს. გარდა ამისა, რიანას Twitter-ზე ვხვდებით სურათებს მოდის გადაღებებიდან.
2. ილონ მასკი – 99.5 მილიონი გამომწერი. წმინდა ქონება – $234.5 მილიარდი
Twitter-ის შესაძენად გაკეთებულ $44-მილიარდიან შეთავაზებამდეც, მასკი პლატფორმის აქტიური მომხმარებელი იყო, სადაც აქვეყნებდა ინფორმაციას SpaceX-ისა და Tesla-ს გეგმების შესახებ. პლატფორმის შესაძენად აპრილში გაკეთებული განცხადების შემდგომ კი, მას 17 მილიონი გამომწერი შეემატა.
3. კიმ კარდაშიანი – 72.7 მილიონი გამომწერი. წმინდა ქონება – $1.8 მილიარდი
დღესდღეობით, კარდაშიანის Twitter-ზე ძირითადად შვებულების ფოტოებსა და Hulu-ს სერიალ The Kardashians-ზე დეტალებს შეხვდებით. გარდა ამისა, რეალიტი შოუს ვარსკვლავი და ბიზნესვუმენი პლატფორმის საშუალებით გამომწერებს მის მიერ დაარსებულ სახის მოვლის ბრენდ SKKN BY KIM-ზე აწვდის ინფორმაციას.
4. ბილ გეიტსი – 59.6 მილიონი გამომწერი. წმინდა ქონება – $124.9 მილიარდი
Microsoft-ის თანადამფუძნებელი Twitter-ზე ძირითადად Bill & Melinda Gates Foundation-ის ფილანთროპიულ საქმიანობას უზიარებს გამომწერებს. გარდა ამისა, გეიტსი გამუდმებით ეხმიანება ისეთ გლობალურ თემებს, როგორიც კლიმატური და ჯანმრთელობის კრიზისის გადაჭრის გზებია. ბოლო პერიოდში მილიარდერი აშშ-ის შტატების ნაწილში აბორტის აკრძალვის თემასაც შეეხო და მას „50 წლით უკან დაბრუნება“ უწოდა.
5. ლებრონ ჯეიმსი – 51.6 მილიონი გამომწერი. წმინდა ქონება – $1 მილიარდი
ახლად შემდგარი და NBA-ის ერთადერთი მოქმედი კალათბურთელი მილიარდერი Twitter-ის გამომწერებით რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს. ჯეიმსი პლატფორმას მისი მონაწილეობით სხვადასხვა სოციალური კამპანიის გასავრცელებლად იყენებს. ასევე ხშირად ავრცელებს ინფორმაციას Fenway Sports Group-ის მფლობელობაში არსებული გუნდებისა და სპორტსმენების წარმატების შესახებ. კალათბურთელი Fenway Sports Group-ის ერთ-ერთი ინვესტორია.
Forbes-ის რეიტინგის მომდევნო ხუთეული კი ასე გამოიყურება: