Forbes Georgia-ს 2023 წლის ივლისის სპეციალური ნომერი Forbes Property-ის სახელით გამოვიდა.
ყდაზე:
სტრატეგიული მოთამაშე უძრავი ქონების ბაზარზე
ჯამურად $300 მილიონზე მეტის დაგეგმილი ინვესტიცია და 9 პროექტი პორტფელში (ჯამურად 600,000 მ²-ზე მეტი სამშენებლო ფართით) — ეს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე სამი წლის წინ გამოჩენილი დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ საქმიანობის შედეგებია. „ბიექი ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიის ამბიციურ ხედვაზე Forbes Georgia ჰოლდინგის მმართველ პარტნიორს, ირაკლი ბურდილაძეს ესაუბრა.
ახალი სიტყვით დეველოპმენტში
ქალაქის ურბანულ ბიოგრაფიაში ახალი თავის ჩასაწერად „ვისოლ ჯგუფმა“ უძრავი ქონების ბაზარზე დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი” დააარსა. კომერციული უძრავი ქონების მშენებლობა-მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდმა ახალდაფუძნებული კომპანიის მომავალი ახალგაზრდა ლიდერს, ვასილ ფხაკაძეს ჩააბარა.
კუბი, ოვალი და ექსკლუზიური 5-ვარსკვლავიანი ბრენდი
METROPOL-ი აჭარაში სასტუმროს 5-ვარსკვლავიან ბრენდს, Royal Tulip-ს ექსკლუზიურად შემოიყვანს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში METROPOLის ინვესტიციების ზომა თბილისსა და ბათუმში ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ჯამურად, ამ ეტაპზე, 516,200 მ2 -ზე დაგეგმილია ხუთი ერთმანეთისგან განსხვავებული კონცეფციის პროექტის მშენებლობა. მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე Forbes-ს METROPOL-ის მმართველი პარტნიორი, გიორგი მხეიძე ესაუბრა.
ჟურნალში ასევე წაიკითხავთ:
ლიდერბორდი, მოსაზრება და ფაქტები
➙ მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენები
➙ საქართველოს მდიდარი და ღარიბი მუნიციპალიტეტები
➙ კორპორაციული მონები | ავტორი: გიორგი ბაქრაძე
➙ საკუთრების უფლების პოლიტეკონომია | ავტორი: ეგნატე შამუგია
➙ საქართველო რუსეთის ეკონომიკურ ხაფანგში | ავტორი: გიორგი ცხადაია
➙ საკუთრების უფლების პოლიტეკონომია | ავტორი: ეგნატე შამუგია
➙ რატომ უნდა გაფართოვდნენ ქართული სტარტაპები ინდოეთში? | ავტორი: მიშო ზღულაძე
➙ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ისევ იზრდება | ავტორი: ბესო ნამჩავაძე
ინტერვიუ და პროფილი
➙ ნოვატორული ბრენდების შემქმნელი — აჭარა ჯგუფი
➙ ბავშვობის გატაცებიდან – მსხვილ ბიზნესამდე — ინტერვიუ ნუგზარ ბაკურაძესთან
➙ საჯარო სერვისების ლიდერი — ინტერვიუ დავით დევიძესთან
➙ მშენებელი დივერსიფიცირებული ინტერესებით — ინტერვიუ კნიაზ დასენთან
➙ ორიენტირი საუკეთესო სამართლებრივ პრაქტიკაზე — JG COUNSELORS
➙ გამარჯვებული ფორმულა — ტოტო ვოლფი
➙ შემდეგი დიდებული საჩუქარი — SENTILINK
პარტნიორებისგან
➙ “ვაკე რეზიდენსი” – კომფორტული ცხოვრების არქიტექტურა
➙ ლიდერი ბუტიკური სასტუმროების მართვაში — DNT GROUP
➙ Bosch-ის პრემიუმ-ხაზი, Accent | Line carbon black-ი უკვე საქართველოშია!
ისტორია
➙ დაკარგული ქართული ქალაქი სახელად „ბაზარი“ | ავტორი: ნიკა ხოფერია