Freedom House: დემოკრატიის მაჩვენებელი საქართველოში

Freedom House: დემოკრატიის მაჩვენებელი საქართველოში

Freedom House გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოების 2018 წლის დემოკრატიის მაჩვენებლებს აქვეყნებს. საქართველოს სარეიტინგო ქულა 4.68-ს შეადგენს. შეფასების მიხედვით, 7 ქულიდან 1 ყველაზე დემოკრატიულს, ხოლო 7 კი ნაკლებად დემოკრატიულს ნიშნავს. 2018 წელს საქართველოს დემორატიის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 0.07 ქულით შემცირდა. 

Freedom House ქვეყნების დემოკრატიის მაჩვენებელს რამოენიმე ინდიკატორით ზომავს. წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 2 კრიტერიუმში გაუარესდა, ხოლო 5-ში უცვლელი დარჩა. საქართველოს პოზიციები სხვადასხვა კრიტერიუმებით შემდეგია:

დემოკრატიული მმართველობა: 5.50 ქულა

საარჩევნო პროცესები: 4.50 ქულა

სამოქალაქო საზოგადოება: 3.75 ქულა

დამოუკიდებელი მედია: 4.25 ქულა – გასულ წელთან შედარებით, აღნიშნულ კრიტერიუმში საქართველოს პოზიცია 0.25 ქულით გაუარესდა.

დემოკრატია ადგილობრივ მმართებლობაში: 5.25 ქულა

სასამართლო სისტემა და დამოუკიდებლობა – 5 ქულა – აღნიშნულ კრიტერიუმში საქართველოს პოზიცია 0.25 ქულით გაუარესდა

კორუფცია: 4.50 ქულა 

Freedom House აღნიშნავს, რომ მედია დამოუკიდებლობის კრიტერიუმში საქართველოს პოზიციის გაუარესება საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ასევე ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე ზეწოლას, და პრო-სამთავრობო ტელევიზიების მფლობელების კონსოლიდაციას უკავშირდება.

რაც შეეხება, სასამართლო სისტემის კრიტერიუმში საქართველოს პოზიციის გაუარესებას, Freedom House აღნიშნავს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთალის საქმე და უცხოური კომპანიების მიმართ სასამართლოს მიერ დაწესებული საკმაოდ მაღალი ჯარიმებია. ანგარიშში მოხვდა Philip Morris-ის და British American Tobacco-ს დაჯარიმების საქმე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *