FITCH-მა საპარტნიორო ფონდის რეიტინგი გააუმჯობესა

FITCH-მა საპარტნიორო ფონდის რეიტინგი გააუმჯობესა

სარეიტინგო სააგენტომ Fitch საპარტნიორო ფონდის სარეიტინგო პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა. ფონდი გრძელვადიანი ადგილობრივი და უცხოური ვალუტის რეიტინგი “BB-“-ია, მოკლევადიანი ადგილობრივი ვალუტის კი B. 

ფონდის რეიტინგი გათანაბრებულია სახელმწიფოს რეიტინგთან. 

საპარტნიორო ფონდის 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა.

საპარტნიორო ფონდი ფლობს “საქართველოს რკინიგზის”, “საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის”, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის”, “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” აქციებს. 

შეგახსენებთ, რომ სააგენტომ საქართველოს რეიტინგის პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა. სარეიტინგო სააგენტომ ქვეყნის გრძელვადიანი უცხოური ვალუტის რეიტინგი BB- დონეზე განსაზღვრა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *