FTX-ი Binance-სა და მის ყოფილ CEO-ს $1.8 მილიარდს ედავება

FTX-ი Binance-სა და მის ყოფილ CEO-ს $1.8 მილიარდს ედავება

გაკოტრებული კრიპტოსავაჭრო პლატფორმა FTX-ი მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტობირჟა Binance-სა და მის CEO-ს უჩივის. FTX-ი ამტკიცებს, რომ მისმა მენეჯმენტ-გუნდმა Binance-სა და მის აღმასრულებლებს $1.8 მილიარდი თაღლითურად გადაურიცხა. შესაბამისად, გაკოტრებული ბირჟა აღნიშნული თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.

უფრო კონკრეტულად, საქმე Binance-ის მიერ FTX-ში საკუთარი წილის გაყიდვას ეხება. მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტოსავაჭრო პლატფორმამ თაღლითობაში ბრალდებული სემ ბენკმენ-ფრიდის FTX-ის წილი 2019 წელს შეისყიდა. გაყიდვის შესახებ კი მოლაპარაკება 2021 წლის ივლისში აწარმოვა.

სარჩელის თანახმად, Binance-ის მიერ საკუთარი წილის გამოსყიდვის ტრანზაქციას FTX-ის Alameda Research-ის დანაყოფი კურირებდა, რომელსაც აღნიშნულის განხორციელების უფლება არ ჰქონდა, რადგან ქმედუუნარო იყო. იმ დროისათვის სადავო აქციების ღირებულება $1.76 მილიარდს შეადგენდა.

Binance-ის განცხადებით, FTX-ის პრეტენზია უსაფუძვლოა და საკუთარ სიმართლეს სასამართლოს გზით დაამტკიცებს. შეგახსენებთ, რომ FTX-ის დამფუძნებლის სემ ბენკმენ-ფრიდის თაღლითობის ბრალდებით დაკავებისა და ბირჟის გაკოტრებამდე, FTX-ი Binance-თან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტოსავაჭრო პლატფორმა იყო. FTX-ის დამფუძნებელს მომხმარებელთა $8-მილიარდის მითვისებისთვის 25-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ფინანსურ სკანდალში Binance-ის დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაოც გაეხვა. აშშ-ის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით, წლის დასაწყისში ჟაოს თავისუფლების 4 თვით აღკვეთა მიუსაჯეს.