G7-ის ლიდერებმა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად $600-მილიარდიანი გეგმა შეიმუშავეს

G7-ის ლიდერებმა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად $600-მილიარდიანი გეგმა შეიმუშავეს

დიდი შვიდეულის (G7) ლიდერები, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, $600 მილიარდის შეგროვების პირობას დებენ. G7-ის გეგმა, განვითარებად სამყაროში, 2013 წელს ჩინეთის მიერ წამოწყებულ Belt and Road-ის პროგრამის გავლენას გაუწევს კონკურენციას.

ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის პარტნიორობა „ხარისხიანი და მდგრადი ინფრასტრუქტურის“ შექმნას შეუწყობს ხელს, რაც მსოფლიო მიწოდების ჯაჭვსაც გააძლიერებს. ინფრასტრუქტურის დაფინანსების გაძლიერება კი, საბოლოო ჯამში, ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის ამერიკელი მუშახელისთვის და გააძლიერებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, გრანტების, ფედერალური დაფინანსებისა და კერძო სექტორის ინვესტიციების საშუალებით, მხოლოდ აშშ-ის წვლილი გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის პარტნიორობაში $200 მილიარდს შეადგენს. ოფიციალური პირების თქმით, პროგრამის პრიორიტეტები კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გამოყენება (5G და 6G ფიჭური სერვისი), გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და საერთაშორისო ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესება იქნება.

ინიციატივა გასულ წელს, გაერთიანებულ სამეფოში G7-ის სამიტზე დაანონსებულ Build Back Better World-ის გეგმას ეფუძნება. უკვე წამოწყებულ პროექტებს შორის $2-მილიარდიანი მზის ენერგიის პროექტია ანგოლაში, რომელიც აშშ-ის სამთავრობო უწყებებისა და კერძო ამერიკული კომპანიების პარტნიორობის ნაწილია და ცენტრალური აფრიკის ქვეყნებს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 70%-ით ნახშირბადისგან თავისუფალი ენერგიის წარმოებაში დაეხმარება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *